ისკო: "სირბილი? რა პრობლემაა"
ბეილის ტრავმის შემდეგ ისკოს სასტარტოში თამაშის საშუალება მიეცა და მან ეს შანსი კიდევ ერთხელ ბრწყინვალედ გამოიყენა.
"ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვდით წინ "ენფილდზე". შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდა ბრწყინვალედ ჩავაბარეთ"-განაცხადა ისკომ.
"კარგ გზას ვადგავართ. ძალიან კარგი პირველი ნახევარი გვქონდა. ყველაფერი თითქმის სრულყოფილად იყო".
"ბედნიერი ვარ. ყველაფერი კარგად მიდის. თავს კომფორტულად ვგრძნობ და არ მიჭირს დაცვითი ფუნქციების შეთავსება და ბურთის წართმევა. სადაც სირბილი იქნება საჭირო, იქ ვირბენ, როგორც ყველა ჩვენთაგანი."
"შაბათი? ვის არ ენდომებოდა კლასიკოში თამაში, მაგრამ მთავარი ისაა , რომ გუნდმა მოიგოს"-დასძინა ალარკონმა ბოლოს.
წყარო:MARCA.com
- 23 ოქტომბერი 2014
- 3 525
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.