ანჩელოტი: „კრიშტიანუ უკითხავად შევცვალე“
„რეალის“ დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, „ლივერპულთან“ ბურთაობა შეაჯამა.
„მოედანზე ყველაფერი ჩვენი კარნახით ხდებოდა და ამიტომაც, დასვენების საშუალება მივეცი რონალდუს.წინ რთული დაპირისპირება გველის და თავიდან ავიცილეთ ყოველგვარი მოულოდნელობა.რა თქმა უნდა, ცვლილებების განხორციელებისათვის, არავისგან ამიღია ნებართვა (იცინის).
ორივე გუნდი შესანიშნავ კონდიციებში ხვდება „ელ კლასიკოს.“ვგონებ, სპექტაკლის მომსწრენი გავხდები.გამიმართლა, რომ ამ ყველაფერს სათადარიგოდან მივადევნებ თვალს.
გუნდი სანახაობრივად თამაშობს და თავდაჯერებულია.რაც მთავარია, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.ჩემი შეგირდები კარგად იცავდნენ თავს და ინტენსიუროად ასპარეზობდნენ 90 წუთის განმავლობაში.
ისკოსადმი ნდობა არასოდეს დამიაკრგავს.ბეილის არყოფნაში, მას მეტი შესაძლებლობა აქვს.ალარკონი ძალიან კარგი მოთამაშეა.“
AS
- 23 ოქტომბერი 2014
- 6 936
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.