იგუაინი ძირითადში იქნება, ბენზემა სკამზე
დღეს გონსალო იგუაინი კრისტიანო რონალდოსთან ერთად შეუტევს "სარაგოსას" კარს. "პიპიტამ" "ვალენსიას" ორი გოლი გაუტანა, რამაც აღაფრთოვანა მანუელ პელეგრინი. ბენზემას მოუწევს დაელოდოს შანსს.
დღეს იგუაინი ძირითად შემადგენლობაში იქნება "სარაგოსას" წინააღმდეგ მატჩში, ქარიმ ბენზემა კი სათადარიგოთა სკამზე დარჩება მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსიასთან" ბრწყინვალედ ითამაშა. ასევე გუნდს დისკვალიფიკაციის შემდეგ დაუბრუნდა კრისტიანო რონალდო და პელეგრინიმ გადაწყვიტა "პიპიტა" და რონალდო ერთად გაამწესოს თავდასხმის ხაზზე.
ქარიმი როგორც ვიცით დღეს იუბილარია. პელეგრინის კი ცუდი საჩუქარი გამოუვიდა. ბენზემას სურვილი იყო გაეტანა გოლი ამ მატჩში, მაგრამ როგორც ჩანს ჩილელმა სპეციალისტმა მას დაბადების დღე "ჩაუშხამა".
სიახლეები ის არის, რომ კრისტიანო რონალდო გუნდს დაუბრუნდა, ხაბი ალონსო მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო.
ინფორმაციის წყარო: As.com
- 19 დეკემბერი 2009
- 3 827
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.