კარლო : "რა დროს "ელ კლასიკოა", როდესაც "ენფილდზე" გამოვდივართ"
კარლო ანჩელოტიმ "ენფილდზე" ვარჯიშის შემდეგ საპრესკონფენრეციო დარბაზისკენ აიღო გეზი, სადაც მას უამრავი ჟურნალისტი ელოდებოდა...
"ერთმანეთს ორი განსაკუთრებული გუნდი ხვდება, რომელსაც უდიდესი ისტორია აქვს. შეტაკება ნამდვილად სასიამოვნო საყურებელი იქნება. დინამიურ და სანახაობრივ მატჩს ველი. როგორც "ლივერპული", ისე "რეალი" სტადიონზე მოსაგებად გავა. ეს "ენფილდი" გახლავთ, სადაც გულშემატკივრებს საკუთარი კლუბი ძალიან უყვართ, დარწმუნებული ვარ ხვალ მთელი მსოფლიო საფეხბურთო ზეიმს იხილავს."
"ჩვენ ვიცით "მერსისაიდელთა" პოტენციალის შესახებ. როდჯერსის გუნდი როგორც დაცვაში, ასევე წინა ხაზში მოწოდების სიმაღლე დგას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "რეალი" სათამაშო ფილოსოფიას შეცვლის. იმედი მაქვს თამაშის გაკონტროლებას შევძლევთ და ყველაფერს ისე წარვმართავს, როგორც ჩვენ გვაწყობს."
"ელ კლასიკო" და სერხიო რამოსი
"ნამდვილად არ შემიძლია "ბარსელონასთან" პაექრობაზე ვისაუბრო მაშინ, როდესაც მომდევნო დღეს "ენფილდზე" საკუთარი გუნდის გაყვანა მიწევს. მთელ კოლექტივს ყურადღება ინგლისელთა დამარცხებაზე აქვს გადატანილი. რაც შეეხება სერხიო რამოსს, ესპანელი მცველი ტრავმირებულია და ის ხვალ ვერ დაგვეხმარება. ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა "ბლაუგრანას" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას, ყველაფერს ექიმები გადაწყვეტენ."
ბეილი
"რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, უელსელი ფეხბურთელი უმნიშვნელოვანეს მატჩებში დაგვაკლდება. მან ტრავმა პარასკევს მიიღო, როდესაც კუნთები ზედმეტად დაძაბა. მედიკოსთა ვარაუდით გარეთი ჯერ-ჯერობით ვარჯიშს ვერ შეძლებს, რეაბილიტაციის პროცესი კი უკვე დაწყებულია. იმედი მაქვს მისი დანაკლისი სათანადოდ იქნება აღმოფხვრილი. როგორც "ბარსასთან", ასევე "მერსისაიდელებთან" ბეილი ძალიან დაგვაკლდება, რადგან ის უდიდეს სამუშაოს ასრულებს როგორც წინა ხაზში, ასევე დაცვაში."
რონალდუ
"მერწმუნეთ, ყველა ვერ გააკეთებს იმას, რასაც კრიშტიანო აკეთებს. ფიზიკური თვალსაზრისით პორტუგალიელი მოწოდების სიმაღლეზე დგას, იგივეს თქმა შეიძლება მენტალობაზეც. შვიდიანი ძალიან მოტივირებულია და შრომას აგრძლებს, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს ფიგურას წარმოადგენს. დაძაბულ შეხვედრებში რონი ყოველთვის ავლენს საკუთარ კლასს."
ბალოტელი
"მარიოს პირადად ვიცნობ და ვიცი რა შესაძლებლობების მატარებელია. ინგლისურ კლუბს ბალოტელის სახით უმაღლესი კლასის წინახაზელი ჰყავს. საკუთარ მოთამაშეებს არაერთი მივეცი დარიგება იმის შესახებ, რომ იტალიელის მისამართით დიდი ყურადღებით ითამაშონ, მისი განეიტრალება წარმატების საწინდარი უნდა გახდეს."
ტრავმირებულები
"ვერაფერს ვიზამთ. კარგი იქნებოდა, რამოსი და ბეილი განაცხადში, რომ ყოფილიყვნენ, იგივეს თქმა შემიძლია ფაბიო კოენტრაუზეც, რომელიც კლუბს ძალიან აკლია, მაგრამ მადრიდის "რეალს" შესაბამისი რესურსი აქვს. ვეცდებით, დანაკლისი არ შევიმჩნიოთ და საკუთარი შესაძლებლობები მაღალ დონეზე წარმოვაჩინოთ."
- 21 ოქტომბერი 2014
- 3 450
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.