სტივენ ჯერარდი : "გუნდი "რეალის" დასამარცხებლად გავა მოედანზე"

ლეგენდარული სტივენ ჯერარდი ჟურნალისტებს შეხვდა და ჩემპიონთა ლიგის მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა...

"ქპრ"-სთან სუსტი მატჩის შემდეგ თქვენი თანაგუნდელები აცხადებდნენ, რომ ასეთი ასპარეზობით "რეალთან" ვერაფერს გახდებიან. ეთანხმებით?

თავისთავად. ეს მთელი კოლექტივის პოზიცია გახლავთ. ჩვენ პრემიერლიგის ბოლო მატჩი ნამდვილად ბევრი ხარვეზით წარვმართეთ, აქედან გამომდინარე შეცდომები უკვე გააანალიზებულია და "ბლანკოსთან" დაპირისპირებისთვის მზად ვართ. უკეთესად თამაში შეგვიძლია, რადგან რესურსი დიდია.

2009 წელს, სამეფო კლუბი გაანადგურეთ, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეთ გატანილი ორი გოლით...

დიახ, ის შესანიშნავი საღამო არასდროს დამავიწდება. ვერავინ წარმოიდგენთა თუ ჩვენი კოლექტივი დედაქალაქელებს 4-0 ანგარიშით გაუშვებდა სამშობლოში, თუმცა დიდმა შემართებამ და მონდომებამ შედეგი გამოიღო. მაშინ "ლივერპული" მოწოდების სიმაღლეზე იდგა და გულშემატკივარს ფანტასტიური საღამო აჩუქა.

რა იყო მაშინდელი წარმატების გასაღები?

კოლექტივი ძალიან ძლიერი იყო როგორც ფიზიკურად, ასევე ტექნიკურად. ასევე უნდა გავიხსენოთ ფერნანდო ტორესი, რომელიც ფორმის პიკში გახლდათ და ნებისმიერი გუნდის მცველებს უდიდეს პრობლემებს უქმნიდა. "მერსისაიდული" კლუბი ძალიან დინამიური იყო, თანაც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბლანკოსი" იმ წელს მოწოდების სიმაღლეზე ნამდვილად არ მდგარა, რასაც ვერ ვიტყვით ამ სეზონზე. კარლოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, თუ ჩვენ მოგება გვსურს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

როგორ ფიქრობთ, ანჩელოტის გუნდი "ენფილდზე" შიშით ითამაშებს?

მათ ამ სტადიონზე არც ისე კარგი სტატისტიკა აქვთ, თუმცა უმაღლესი რანგის კლუბს წარმოადგენენ. დარწმუნებული ვარ თითოეული ფეხბურთელი მოედანზე მოსაგებად გამოვა, აქედან გამომდინარე უშეღავათო ბრძოლას ველი.

როგორ შეაფასებდით კრიშტიანო რონალდუს განვითარებას?

ის დიდებული ფეხბურთელია, რომელმაც ბოლო წლებში არნახული პროგრესი აჩვენა, თუმცა არც მანჩესტერ "იუნაიტედში" იყო არაეფექტური. სერ ალექს ფერგიუსონის კოლექტივში ასპარეზობისას მან ოქროს ბურთი მოიგო. პრემიერლიგაში მოსვლისთანავე შვიდიანი პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება, დღეს კი ის ალბათ მსოფლიოს საუკეთესო წინახაზელი გახლავთ. რონალდუ საფეხბურთო მოვლენა გახლავთ, მაგრამ მე მირჩევნია საკუთარი გუნდის წევრებზე ვისაუბრო.

თქვენი თანაგუნდელების მისამართით ხშირად კრიტიკული ხართ. "ლივერპულის" კაპიტნობასთან ერთად სხვა ფუნქციებსაც ითავსებთ?

როდესაც შეცდომები გვაქვს, აუცილებლად უნდა დავინახოთ და გავაანალიზოთ, სხვა შემთხვევაში რეგრესი გარდაუვალი იქნება, აქედან გამომდინარე ყველა ისეთ მომენტზე, რომელიც არ მომწონს აპელირებას ვახდენ, რათა დროულად აღმოიფხვრას, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია. ჩვენ დავკარგეთ ლუის სუარესი, რომელიც გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენდა, ასევე გაგვაწამა სტარიჯის ტრავებმა, მაგრამ ერთიანი სული ყველაზე მთავარია, რაც ჩვენი წარმატების საიდუმლო გახლავთ.

წინა წლებში ხშირად უკავშირდებოდა თქვენი სახელი სამეფო კლუბს...

დედაქალაქელთაგან არაერთხელ მქონია შემოთავაზება, თუმცა ვერასდროს ვიღებდი გადაწყვეტილებას. ყოველთვის ამაყი ხარ, როდესაც ისეთი კლუბისგან იპყრობ ყურადღებას, როგორიც "რეალია". ხშირად მინანია "რეალის" ფორმის გარეშე დარჩენა, აღტაცებული ვიყავი სამეფო კლუბით, მაგრამ როდესაც "ლივერპული" მახსენდებოდა, არსად წასვლა აღარ მინდოდა, სწორედ აქედან გამომდინარე მშობლიურ გუნდში დავრჩი. "ენფილდი" ჩემი სახლია, "ლივერპული" კი პირველი კლუბი.

  • Hala
  • 21 ოქტომბერი 2014
  • 2 227
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)