ანჩელოტი: „2005 წლის ფინალი არასოდეს დამავიწყდება“

„რეალის“ იტალიელმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, ჟურნალისტებთან 2005 წლის ფინალი გაიხსენა, სადაც მისი ყოფილი გუნდი „მილანი“ მერსესაიდულ კლუბის წინააღმდეგ პირველ ტაიმს სამ ბურთიანი სხვაობით იგებდა.

„„ლივერპულის“ თამაშს 1984 წლიდან ვადევნებ თვალს. ამავე წელს ჩ/ლიგის ფინალში მათ წინააღმდეგ ვითამაშე, მაშინ „რომას ღირსებას ვიცავდი. მართალია მატჩი პენალტების სერიაში დავთმეთ, თუმცა ის მატჩი ჩემს მეხსიერებაში მუდამ დარჩება.“

„სიმღერა „You’ll never walk alone“ უბრალოდ გასაოცარია. არავინ მღერის ისე, როგორც მერსესაიდული გუნდის გულშემატკივრები. ხვალ, თამაშის დაწყებამდე რამდნიმე წუთით ადრე გავალ „ენფილდზე“, რათა კიდევ ერთხელ დავტკვბე და მოვუსმინო ამ უნიკალურ სიმღერას.“

„2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი? დღემდე მახსოვს ყველაფერი. ყველაზე კარგად მახსენდება, როცა შესვენებაზე 3 ბურთიანი უპირატესობით გავედით, მოედანზე კი ამ დროს „You’ll never walk alone“ ისმოდა. ჩემთვის ეს, როგორც იტალიელისთვის ნამდვილი შოკი იყო.“

„მე არ ვფიქრობ, რომ ქამბექისთვის ეს სიმღერა გადამწყვეტი ფაქტორი იყო, თუმცა გუნდს ნამდვილად დაეხმარა გამარჯვებაში. მინდა გავიხსენო, სტაბულში გამართული ფინალიც, ზუსტად ორი წლის შემდეგ რევანში ავიღეთ. ასევე მსურს ავღნიშნო, რომ 2005 წლის ფინალური დაპირისპირების შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ „ლივერპულს“ აუცილებლად დავამარცხებდით.“

AS

  • Madri
  • 21 ოქტომბერი 2014
  • 3 696
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)