ბლანკოსს "ლივერპულთან" არასდროს უმარჯვია
მადრიდის "რეალს" "ლივერპული" არცერთ ოფიციალურ მატჩში არ ჰყავს დამარცხებული.
ეს ორი კლუბი ერთმანეთს სულ სამჯერ შეხვდნენ. პირველად ეს იყო 1981 წელს, ევროპის თასის ფინალში. ხოლო ბოლოს 2008-09 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედ ფინალში.
ევროპის თასის ფინალში, რომელიც 1981 წელს პარიზში გაიმართა, კლუბების ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს "ლივერპული" და "რეალი". შეხვედრა ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა.
2008-09 ლლებში კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ამ ორი გუნდის გზები ისევ გადაიკვეთა. მაშინ "წითლების" მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი იყო. ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე პირველი შეხვედრა ბერნაბეუზე გაიმართა, რომელიც 82-ე წუთზე იოსი ბენაიუნის გოლის წყალიბით ინგლისელებმა მოიგეს (0-1). განმეორებითი შეხვედრა თეთრებისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ენფილდზე "ლივერპულმა" მადრიდის "რეალს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. თავის მხრივ ლივერპულელთაგან თავი გამოიჩინეს სტივენ ჟერარდმა (2), ფერნანდო ტორესმა და ანდრეა დოსენამ.
მაშინ "ლივერპულის" შემადგენლობაში თამაშობდა ალვარო არბელოა, რომელიც ახლა სამეფო კლუბის ღირსებას იცავს. იმდროინდელი გუნდიდან ახლა "ლივერპულში" მხოლოდ სამი მოთამაშე შემორჩა. ესენი არიან: სტივენ ჟერარდი, მარტინ შკრტელი და ლუკას ლეივა. მადრიდის "რეალში" კი დღემდე ოთხი ფეხბურთელი ირიცხება, რომელთაც ის საშინელი მარცხი განიცადეს ინგლისელებთან მატჩში: იკერ კასილასი, სერხიო რამოსი, პეპე და მარსელო.
As.com
- 21 ოქტომბერი 2014
- 2 408
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.