ბენზემა და ვარანი "ლივერპულისთვის" ემზადებიან
ფრანგი ფეხბურთელები, რაფაელ ვარანი და კარიმ ბენზემა ფორმაში შედიან.
გასულ მატჩში საფრანგეთის ნაკრების წარმომადგენლებმა მადრიდის "რეალის" დახმარება მცირე ტრავმების გამო ვერ შეძლეს. ისინი სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდნენ, რათა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში მონაწილეობა მიეღოთ.
დღეს სამეფო კლუბის მთავარი მედიკოსი, სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. კარიმ ბენზემამ და რაფაელ ვარანმა ტრავმები სრულად მოიშუშეს და მზად არიან "ლივერპულთან" სათამაშოდ. ორივე ფეხბურთელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი არანაირ დისკომფორტს არ გრძნობენ.
Marca.com
- 21 ოქტომბერი 2014
- 1 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.