არბელოა : "წინ მივიწევთ და გაჩერებას არ ვგეგმავთ"

ალვარო არბელოამ მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან ვრცელი და ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ესპანელმა უკანახაზელმა მოახლოვებულ მატჩზეც ისაუბრა, რომელსაც "მერენგები" "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ გამართავენ...

გააანალიზეთ მადრიდული გუნდის პერსპექტივები ჩემპიონთა ლიგაზე...

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე სათანადო შთაბეჭდილებას ვტოვებთ. ორი ტურის შემდეგ სატურნირო ცხილს 6 ქულით ვლიდერობთ. ვიცით, რომ "ლივერპულის" წინააღმდეგ დაძაბული მატჩები გველის, აქედან გამომდინარე წინა პაექრობების წარმატებით დასრულება მნიშვნელოვანი გახლდათ. "ენფილდზე" ასპარეზობა რთულია, თუმცა მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. დიდი იმედი მაქვს, ინგლისელებთან ორი დაპირისპირების შემდეგ 1/8 ფინალის საგზური გარანტირებული გვექნება.

ახსენეთ ორი მატჩი, რომელიც "მერსისაიდელებთან" გაიმართება. ანუ თქვენ ბრუნდებით "ენფილდზე"...

დიახ, 5 წლის შემდეგ ინგლისში დაბრუნება და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გამოსვლა მომიწევს. "ლივერპულთან" იდეალური მოგონებები მაკავშირებს. "ენფილდზე" თამაში ყოველთვის დიდ გრძნობებთან არის დაკავშირებული, იქ ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იმართება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც პაექრობა ჩემპიონთა ლიგის ეგიდით იმართება. "ლივერპულელებს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მხურვალე ფან-კლუბი ჰყავთ, აქედან გამომდინარე მოედანზე გასვლა გამაყრუებელი სტვენის ფონზე მოგვიწევს, თუმცა მთავარია მობილიზაცია არ დავკარგოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

როგორ აფასებთ თქვენს სეზონებს ინგლისში?

მე იქ ბევრი რამ ვისწავლე. პრემიერლიგა შესანიშნავი ტურნირი გახლავთ, სადაც ყველა მატჩში უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს. "წითლების" რიგებში გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, რის შემდეგაც მშობლიურ კლუბში დავბრუნდი და საკმაოდ წარმატებით განვაგრძე საფეხბურთო კარიერა.

თქვენი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე, "ლივერპულის" შემადგენლობაში კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ მოხდა...

დიახ, ეს სიმბოლიური დამთხვევა იყო, მაშინ ურთულეს სიტუაციაში ვიყავით, თუმცა ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩემთვის იმ პაექრობას დიდი მნიშვნელოა ჰქონდა, რადგან "ბლანკოსის" აკადემიის აღზრდილი ვარ და "ბლაუგრანა" ჩემთვის ყოველთვის დაუძინებელი მტერი იქნება. ეს იყო ჯადოსნური ღამე, სადაც ჩვენ ფანტასტიური მატჩი გავმართეთ.

მუდმივად 17 ან 2 ნომრიანი მაისურით ასპარეზობთ, არის ამ ციფრებში რაიმე მაგიური?

არაფერი. უბრალოდ მიყვარს ეს ციფრები. "ლივერპულში" გადასვლისას 2 ნომრიანი მაისური იმიტომ ავიღე, რომ 17 კრეიგ ბელამის ჰქონდა მითვისებული, მადრიდის "რეალში" კი ეს ციფრი მაისურზე ლეგენდარულ რუუდ ვან ნისტელროის ეწერა, სწორედ აქედან გამომდინარე ორივე შემთხვევაში 2 ნომერი ავირჩიე, შემდეგ კი 17-ს დავუბრუნდი. ჩემი პირადი ნომერი 17 გახლავთ. ახლა ორ ნომრიანი მაისურით რაფაელ ვარანი თამაშობს და საკმაოდ წარმატებითაც, აქედან გამომდინარე ეს ციფრი იღბლიანია.

რა არის მადრიდში განსაკუთრებული?

მარტივ პასუხს გაგცემთ. მადრიდის "რეალი" მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია. რომ არა "ბლანკოსი" ფეხბურთი ვერ იქნებოდა ისეთივე სრულფასოვანი, როგორიც ახლა გახლავთ. ამ გუნდს უდიდესი ტრადიციები და ისტორია აქვს.

გასულ წელს, ტრავმის გამო ბევრი მატჩის გამოტოვება მოგიხდათ, განსაკუთრებით ეს სეზონის დასკვნით ნაწილზე ითქმის...

გეთანხმებით. ეს მართლაც ძალიან მძიმე დრო იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი დროულად დასაბრუნებლად. სამწუხაროდ, არაერთი მნიშვნელოვანი პაექრობა გამოვტოვე, რომელშიც მონაწილეობის მიღება მსურდა, მაგრამ ეს სპორტია, სადაც დაზიანების მიღებისგან არავინ არის დაზღვეული. მთავარი ის გახლავთ, რომ ჩემი ჩანაცვლება სრულფასოვნად მოხდა და კლუბმა ორი ტიტული მოიპოვა.

2007 წელს "მილანთან" ფინალი წააგეთ, თუმცა "რეალის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის მოგება მაინც შეძელით...

ის მარცხი მართლაც დასანანი იყო, "მილანმა" შური იძია, რადგან "მერსისაიდელებს" 2005 წელს დრამატულ პაექრობაში ჰქონდათ მოგებული ოქროს მედალი. ნახევარფინალში არაერთი მიასპარეზია, თუმცა ფინალში გასვლას ვერ ვახერხებდი. შარშან კი ოქროს მედალს დავეუფლე, რამაც უდიდესი ბედნიერება მომგვარა. "ლა დესიმა" დიდებული იყო.

რა არის მადრიდის "რეალში" წარმატების გასაღები?

უნდა იმუშავო ბევრი, იყო თანმიმდევრული, ამბიციური და გიყვარდეს შენი საქმე. ბავშვობაში ფეხბურთი ჩემი ჰობი იყო, ახლა კი საქმეა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ყოველდღე ვიძვიძებ და ვარჯიშზე მივდივარ, ეს ჩემთვის სიამოვნებაა.

რას იტყვით რონალდუს შესაძლებლობებზე?

არსებობს მოსაზრება, რომ კრიშტიანო მსოფლიოში საუკეთესოა. რთულია არ დაეთნხმო, რადგან ის ყოველთვის ბევრს მუშაობს და მუდმივად ვითარდება. შვიდიანთან ერთად მუშაობა დიდი პატივი და მოტივაციაა. ის დიდი პროფესიონალი გახლავთ, რომელიც წარმატებისთვის ბრძოლას არასდროს ანებებს თავს.

ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ფეხბურთში?

ჩემპიონთა ლიგის 2002 წლის ფინალი. ზინედინ ზიდანის ექსტრავაგანტული თამაში და დიდებული გოლი, რომელიც ფრანგმა ლეგენდამ გერმანულ "ლევერკუზენს" გაუტანა, ის მომენტი ჩემთვის დაუვიწყარია.

როდის იყო თქვენი კარიერის საუკეთესო მომენტი?

არჩევა ძნელია, ბევრი კარგი რამ მახსოვს სამეფო კლუბში. ლეგენდებთან ერთად მუშაობა დიდებული იყო. მერწმუნეთ დიდ სიამოვნებას მგვრიდა ზიდანთან, ფიგუსთან, რობერტო კარლოსთან, რაულთან და სხვებთან ერთად "ვალდებაბასის" საწვრთნელ ბაზაზე ყოფნა. ისინი ჩემი კერპები იყვნენ.

გაიხსენეთ ყველაზე მძიმე მომენტი...

ეს უდავოდ ათენის ფინალი გახლდათ, როდესაც "როსონერის" წინააღმდეგ წავაგეთ. მოედანზე დიდი შემართებით გავედით, თუმცა უსუსურად ვითამაშეთ და მეტოქეს მატჩი დავუთმეთ.

ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდათ მაშინ, როდესაც მაყურებლის რანგში გიწევდათ ყოფნა?

როგორც უკვე აღვნიშნე, 2002 წლის ფინალი დიდებული იყო. მაშინ განცდილი ემოციები ნამდვილად დაუვიწყარია, თუმცა სამეფო კლუბს ჩემთვის არაერთი დაუვიწყარი საღამო აქვს შემოთავაზებული.

  • Hala
  • 20 ოქტომბერი 2014
  • 1 733
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)