ისკო - "რეალის" მე-12 მოთამაშე
ისკო ალარკონმა ყველას დაუმტკიცა, რომ იგი "ბლანკოსისთვის" დიდ ძალას წარმოადგენს.
ისკომ შარშან 60 შეხვედრიდან 53-ში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა. წელს მან ჯამში 200 წუთი დაჰყო მოედანზე, სულ კი რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც მან 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ხოლო ერთხელ თვითონ აიღო მეტოქის კარი.
ისკო სადებიუტო სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა გარეტ ბეილის გადმოსვლის და ტრავმების შემდეგ მან დაკარგა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, რამაც მის თამაშზე დიდი ზეგავლენა იქონია. ისკო სასტრატოში მხოლოდ მას შემდეგ ხვდებოდა ხოლმე, როცა რონალდუს ან რომელიმე სხვა ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა.
გასული სეზონის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო ისკოს რეალი დაეტოვებინა, რადგან მან ვერ მოახერხა გუნდში ფეხის მოკიდება. თუმცა თავად ფეხბურთელი სხვაგვარად ფიქრობდა მისი დიდი სურვილი იყო დარჩენილიყო "თეთრებში".
- 20 ოქტომბერი 2014
- 2 291
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.