„ლივერპული“ - „რეალის“ შეხვედრას ნიკოლა რიცოლი განსჯის
როგორც მოგეხსენებათ, ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც „რეალი“ გასვლით შეხვედრას „ენფილდზე“ ადგილობრივი გუნდის წინააღმდეგ გამართავს.
აღნიშნულ მატჩს იტალიელი არბიტრი ნიკოლა რიცოლი განსჯის. რიცოლის მსაჯობით „რეალმა“ სამი შეხვედრა უკვე ჩაატარა ჩ/ლიგაზე და აქედან ორი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
მადრიდული გრანდის სამი თამაში, რომელშიც რიცოლიმ იმსაჯა:
2009/10 „რეალი“ 1-1 „ლიონი“ 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრა
2010/11 „ტოტენჰემი“ 0-1 „რეალი“ 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრა
2011/12 „ლიონი“ 0-2 „რეალი“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა
Realmadrid.Com
- 20 ოქტომბერი 2014
- 1 685
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.