გუნდი "ლივერპულისთვის" ემზადება
მადრიდის "რეალი" დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა "ვალდებებასის" საწვრთნელ ბაზაზე და მორიგი ვარჯიში გამართა...
კარლო ანჩელოტის შეგირდები "ენფილდზე" ვიზიტისთვის ემზადებიან. ხვალ ესპანელები ინგლისისკენ აიღებენ გეზს, მატჩი კი ოთხშაბათს საღამოს გაიმართება.
სამეფო კლუბი ერთ ვარჯიშს "მერსისაიდელთა" სტადიონზე გამართავს.
დღევანდელ სესიაზე კარლო ანჩელოტიმ დიდი დრო დაუთმო ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებასა და ბურთის კონტროლზე ვარჯიშს.
იკერ კასილასი და კეილორ ნავასი კიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ. ვილიამ ვეკი კარის დარაჯებს სხვადასხვა სამუშაოს ასრულებინებდა.
აღსანიშნავია, რომ "ვალდებებასზე" არც ბეილი გამოჩენილა და არც სერხიო რამოსი, რომლებსაც დაზიანება აღენიშნეაბათ.
- 20 ოქტომბერი 2014
- 2 482
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.