ბეილმა შესაძლოა "კლასიკო" გამოტოვოს
კარლო ანჩელოტის პრობლემები არ ელევა.
გარეთ ბეილის ტრამვა მეტად სერიოზული აღმოჩნდა. მას ვალენსიაში "ლევანტეს" წინააღმდეგ თამაშის გამოტოვება მოუწია და როგორც ექიმები იუწყებიან უელსელი შემტევი "ლივერპულთანაც" გამოტოვებს მატჩს, მაგრამ არსებობს იმის საშიშროებაც, რომ მომავალ კვირას გასამართ დაპირისპირებაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ გარეთმა მოედანზე გასვლა ვერ მოახერხოს.
ბეილის შემცვლელად ისკო მოიაზრება, რომელმაც უახლოეს მატჩებში შესანიშნავად ითამაშა. მან, თავი "ლევანტეს" წინააღმდეგ გატანილი გოლით და შესანიშნავი თამაშით დაგვამახსოვრა. კარლო ანჩელოტი, კი დიდი ალბათობით 4–4–2 სქემით იასპარეზებს.
- 20 ოქტომბერი 2014
- 1 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.