Bild: "რეალს" ხელს უშედეგოდ უშლიან
მადრიდის "რეალმა" სიტყვიერ მოლაპარაკებას მიაღწია როისთან.
თითქმის გადაწყვეტილია ის, რომ შემდეგი სეზონიდან მარკო როისი სამეფო კლუბში ითამაშებს. გერმანელმა ფეხბურთელმა "დორტმუნდთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ მოისურვა, რითაც ისარგებლეს ბლანკოსის ხელმძღვანელებმა.
დღეს Bild-ში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თეთრების შეთანხმების ჩაშლას შეეცდებიან "მაჩესტერ იუნაიტედი" და "ბარსელონა". ეს ორი კლუბი როისთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, თუმცა იგივე წყალო იტყობინება, რომ "წითელი ეშმაკები" და კატალონიელები უშანსოდ არიან, რადგან მარკომ მადრიდის "რეალი" უკვე აირჩია და სხვა გუნდში გადასვლა არ სურს.
bernabeudigital.com
- 19 ოქტომბერი 2014
- 5 581
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.