"რეალი" 142 გოლს გაიტანს, კრიშტიანუ 71-ს
სამეფო კლუბი და კრიშტიანუ რონალდუ ასტრონომიულ ციფრებს უკაკუნებენ.
"სიუტად ვალენსიაზე" შეგდებული 5 ბურთით, "რეალი" უკვე 30 გოლს მოითვლის პრიმერა დივიზიონის მერვე ტურის თავზე, რაც საშუალოდ, 3.75 გოლს უდრის მატჩში.საინტერესოა, რომ თუ ანალოგიურ ტემპში გააგრძელე გოლაობა ანჩელოტის შეგირდებმა, სეზონის ბოლოს, შედეგიანი დარტყმების გრაფაში 142 ჩაეწერებათ, რაც უპრეცედენტო იქნება პრიმერა დივიზიონისა და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.\
ჯერჯერობით, ლა ლიგის ყველა დროის შედეგიან გუნდად, მოურინიოს "რეალი" ითვლება.2011/12 წლების სეზონში, "თეთრებმა" 121 გოლს მოუყარეს თავი.
რაც შეეხება პორტუგალიელ ბომბარდირს, მასაც ყველა წინაპირობა აქვს, რათა მნიშვნლოვანი რეკორდები დაამხოს.ამ მომენტისათვის, რონალდუს ანაგრიშზე 15 გოლია (საშუალოდ 2.14 ერთ მატჩში) და თუ "ელ ფერარიმ" შეინარჩუნა აღებული გეზი, სეზონის ბოლოს, მეტოქის 71-ჯერ დამწუხრებით იამაყებს, რასაც ბადალი არ ეყოლება.
კრიშტიანუს დიდებული შანსი აქვს პირადი (46 გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში) და მესის რეკორდის დამხობისა (50 გოლი ლა ლიგის ერთ სეზონში).
AS
- 19 ოქტომბერი 2014
- 3 641
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.