მედრანი : "ჩემთვის უბედნიერესი დღეა"
მოგეხსენებათ, დღეს კარლო ანჩელოტიმ კასტილიელ მედრანს მეორე ტაიმში მოედანზე გასვლის საშუალება მისცა...
"დიდი პატივი მხვდა წილად. მადრიდის "რეალის" მთავარ გუნდში პირველად ვითამაშე. ალბათ დამეთანხმებით, შესანიშნავი დებიუტი იყო. 0-5 გავიმარჯვეთ და მორიგი 3 ქულა ჩავიწერეთ აქტივში. ჩემი მიზანი ყოველთვის გუნდის დახმარება იქნება, ბევრს ვმუშაობ იმისათვის, რომ იტალიელი სპეციალისტის ნდობა დავიმსახურო."
"თანაგუნდელებმა დებიუტი მომილოცეს და წარმატებები მისურვეს, ისინი თამაშშივე მხარში მედგნენ და მამხნევებდნენ, რისთვისაც დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს."
"ლა ლიგაში ყველა თამაში რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც "მერენგების" მაისური გაცვია. პასუხისმგებლობას თითოეული ფეხბურთელი გრძნობს."
"როდესაც შესაძლებლობა მომეცემა, თავის გამოჩენას შევეცდები, იმედი მაქვს ამ სეზონში კვლავაც გავალ მოედანზე."
- 18 ოქტომბერი 2014
- 2 306
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.