"ელ კლასიკოს" ბილეთები 20 წუთში გაიყიდა
ესპანური ფეხბურთის გულშემატკივრები დიდი ზეიმისთვის ემზადებიან.
როგორც იცით, 25 ოქტომბერს ლა ლიგის რიგით მე-9 ტური გაიმართება, სადაც "სანტიაგო ბერნაბეუზე" ორი ესპანური სუპერგრანდი, მადრიდის "რეალი და კატლონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან.
როგორც ესპანური პრესა იტყობინება, ზემოდთ ხსენებული მატჩის ბილეთები გამოსვლიდან 20 წუთში გაიყიდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. აღნიშნული სტადიონი დაახლოებით 85,464 მაყურებელს იტევს. ბილეთების სრული რაოდენობის 76%, წლიური აბონიმენტის მფლობელებს ეკუთვნით, რაც 65000 ბილეთს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 20000 ბილეთი გამოსვლიდან 20 წუთის შემდეგ აღარ იყო დარჩენილი.
ცნობილია, რომ მატჩზე დასასწრები ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 56, ყველაზე ძვირის კი 272 ევრო იყო.
- 18 ოქტომბერი 2014
- 2 615
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.