ანჩელოტი: "ისკო ითამაშებს"
კარლო ანჩელოტი ჟურნალისტების წინაშე პრესკონფერენციაზე წარსდგა
ფიფას ვირუსი: "ყველანი კარგად დაბრუნდნენ, მაგრამ დილით გავიგეთ, რომ ვარანე და ბენზემა მცირე ტკივილებს განიცდიდნენ და შესაბამისად ისინი არ ითამაშებენ. სხვა ყველა მოთამაშე მწყობრშია."
პეპეს მეწყვილე: "ნაჩო გამოვა მოედანზე."
კასილასი: "ხვალ კასილასი ითამაშებს, კეილორი გუშინ შუადღისას დაბრუნდა."
თავდამსხმელად კრიშტიანო: "ამაზე არ გვილაპარაკია. კრიშტიანოს არ მოუწევს პროზიციის შეცვლა. ერთ რამეს ვიტყვი, რომ მას წინ ნებისმიერ ადგილზე შეუძლია თამაში. მისთვის პოზიციის შეცვლა არ მოგვიწევს."
ლევანტე: "დარწმუნებული ვარ, კარგ დროს ვხვდებით ამ თამაშს, მაგრამ ურთულესი შეხვედრა იქნება. "ლევანტე" სახლში განსაკუთრებით ძლიერია. ხვალ საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ, თუ მოგება გვსურს."
თასი: "ფინალამდე გზაზე უძლიერესი მეტოქეები გვყავს. წინა წელთან შედარებით უფრო რთული იქნება ფინალში გასვლა."
როტაცია: "ყველაფერს თამაშის დაწყებამდე საათებით ადრე გადავწყვეტ, მანამდე ვერაფერს ვერ გეტყვით."
ხედირა: "ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს. მან პრობლემებს საბოლოოდ დააღწია თავი და მზადაა სათამაშოდ, მაგრამ ფეხბურთელი, რომელიც 40 დღე არ თამაშობდა, ფორმაში თავისთავად ვერ იქნება. დიდებული მოთამაშეა, რომელიც უფრო ძლიერს ხდის გუნდს. ივნისამდე ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს, რომ მოქმედი კონტრაქტი გავუხანგძლივოთ."
დაცვა: "რამოდენიმე მიუტევებელი შეცდომები დავიშვით. ძირითადად ფიზიკურად გვიჭირდა, ვინაიდან ოპტიმალურ ფორმაში არ ვიყავით. ეს იმიტომ, რომ დრო არ გვქონდა ბოლომდე გვევარჯიშა და მოვმზადებულიყავით. ეს პრობლემა მოგვარებულია და შედეგიც ნელ-ნელა დადგება. სწორ გზას ვადგავართ."
ისკო ბენზემას ნაცვლად: "ისკო ითამაშებს. უნდა ვნახოთ შეძლებს თუ არა ხამესი თამაშს, ვინაიდან ის დილით შემოგვიერთდა მთელი ღამის მოგზაურობის შემდეგ. ვნახოთ რამდენად სწრაფად აღიდგენს ფორმას."
ხესე: "ის მუშაობს და ყველაფერს აკეთებს, რომ დაბრუნდეს. არ ვაჩქარებთ. ვერ გეტყვით ზუსტ დროს, როდის დაბრუნდება, ვინაიდან ეს არ იქნება სამართლიანი. მალე ის ჩვენს გვერდით იქნება."
ჩიჩარიტო: "ვერ გეტყვით ითამაშებს თუ არა. მისმა ადაპტაციამ კარგად ჩაიარა. რამოდენიმე შეხვედრა ითამაშა და მომეწონა მისი გამოსვლა."
წყარო: AS
- 17 ოქტომბერი 2014
- 3 080
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.