ანჩელოტი ფეხბურთელებს დაასვენებს
სანაკრებო ბატალიების შემდეგ, ანჩელოტის განკარგულებაში სრული შემადგენლობაა.
სამეფო კლუბის ფეხბურთელები აუტსაიდერ "ლევანტესთან" საპაექროდ ემზადებიან, მაგრამ იტალიელი სპეციალისტი, ცალი თვალით "ლივერპულისა" და "ბარსელონასკენ" იყურება.
საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი კვირის დაწყებამდე, კარლიტო გუნდის ლიდერების დასვენებას გეგმავს.განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს შეეხებათ როტაცია, რომლებმაც საერთაშორისო მატჩებშიც მიიღეს მონაწილეობა.
MARCA-ს ცნობით, კრიშტიანუსთან ერთად, რომელსაც ამ ეტაპზე უქმობა არ სჭირდება, ჩიჩარიტოს, ისკოსა და ილიარას მიეცემათ მეტი სათამაშო დრო ვალენსიაში, ხოლო მოდრიჩი ან კროოსი, ბენზემა და ხამესი დროებით სათადარიგოზე გადაინაცვლებენ.რაც შეეხება დაცვით ხაზს, აქ დიდი ცვლილებები არ განხორციელდება.
MARCA
- 17 ოქტომბერი 2014
- 2 356
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.