7 თვე ხესეს დამტვრევიდან
ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუსვენებლად მუშაობს, რათა ნოემრებში კვლავ შეძლოს მწვანე მინდორზე გასვლა.
დღეს, ხესეს დამტვრევიდან, ზუსტად 7 თვე გავიდა.როგორც იცით, "რეალის" აკადემიის აღზრდილმა, 17 მარტს, "შალკეს" წინააღმდეგ შეხვედრაში გაიწყვიტა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები.
ოპერაციის შემდეგ, როდრიგესს 6 თვიან უქმობას უწინასწარმეტყვლებდნენ, თუმცა 2 კვირის თავზე, მას ინფექცია შეეყარა ჭრილობაზე და კიდევ ერთხელ მოათავსეს ქირურგიულ მაგიდაზე.
იქედან მოყოლებული, ფეხბურთელი სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს ფეხზე დადგომას.სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბი ძალისხმევას არ იშურებს და ინოვაციური მეთოდებით ცდილობს მის განკურნებას.
როგორც ანჩელოტიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ხესე ინდივიდუალური ვარჯიშზეა გადართული: "ჩვენ მოუთმენლად ველოდებით "ოციანის" დაბრუნებას.ის მალე შემოგვიერთდება."
ჯერჯერობით უცნობია ხესეს მოედანზე გასვლის ზუსტი თარიღი, თუმცა იმედია, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და ძალიან პერსპექტიულ ახალაგზრდას, კვლავ ვიხილავთ საქმეში.
AS
- 17 ოქტომბერი 2014
- 1 944
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.