ვალდებებასი - საერთაშორისო ინსტიტუტი
"ვალდებებასის" სამწვრთნელი ბაზა, ათობით ბავშვის საცხოვრებელი ადგილია, რომლებიც მხოლოდ ერთი მიზნითა და ოცნებით ცხოვრობენ "რეალ მადრიდ სითიში" - ერთ მშვენიერ დღეს, სამეფო კლუბის მაისურის მორგება.
"ლა ფაბრიკა" სხვადასხვა ასაკისა და ეროვნების ადამიანებს აერთიანებს.თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილ გარემოში, დამწყები ფეხბურთელები ძალებს არ ზოგავენ.
ამ მომენტისათვის, "რეალის" 14 ასაკობრივ გუნდში, 295 ახალაგზრდა სინჯავს ძალებს.აქედან, 269 ესპანელია, ხოლო დანარჩენი 26, მსოფლიოს 16 ქვეყანას წარმოადგენენ.
ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივების შემდეგ, საფრანგეთს ჰყავს ყველაზე დიდი დიასპორა "ვალდებებასზე."5 ფრანგიდან, 4 ზიდანის ოჯახიდანაა (ენცო, ლუკა, ტეო და ელიასი).
შემდეგ მოდიან არგენტინელები 5 ფეხბურთელით, ურუგვაელები, ბრაზილიელები, კომლუმბიელები, რუმინელები (ოთხივეს 2-2), ფინელები, ჩილელები, ავსტრიელები, მაკედონელები, მაროკოელები, ეკვადორელები, მექსიკელები, ანგოლელები, ამერიკელები და იაპონელები.
MARCA
- 16 ოქტომბერი 2014
- 1 669
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.