ანჩელოტი: "წლეულს, "ბარსელონა" უფრო კონკურენტუნარიანია"
მადრიდის "რეალის" დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ, კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან, საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
"ვფიქრობ, სეზონის ცუდი სტარტი მსოფლიო ჩემპიონატს უნდა მივაწეროთ.მოთამაშეთა ნაწილს წინასასეზონო მომზადების პერიოდი სრულყოფილად არ გაუვლიათ, მაგრამ ახლა, სიტუაცია გამოსწორდა.გუნდი მოტივირებულია და დიდი სურვილით გამოდის მოედანზე.ჩვენ გვინდა, რომ წარმატებული სვლა განავგრძოთ."
"ჩემი აზრით, სათამაშო ასპაექტებიდან გამომდინარე, "რეალი" შარშანდელზე უკეთესად გამოიყურება წელს.ბუნებრივია, ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ვიასპარეზებთ.ერთადერთი, რაც ამ მომენტისათვის მაწუხებს, ბევრი გაშვებული გოლია."
"ცხადია, ადვილი არ არის ამდენი ბურთის შეგდება, მაგრამ ჩემი ფეხბურთელები სასწაულებრივად ასაპრეზობენ შეტევაში.შედეგები მთლიანი გუნდის დამსახურებაა, თუმცა ნაცნობი ტრიო უნიკალურია მსოფლიოში."
"რამოსის, პეპესა და ვარანის დარი მცველების ყოფნა შემადგენლობაში, ნამდვილად ძალიან სასარგებლოა გუნდისათვის.ჩვენი თავდაცვითი პოტენციალი ნამდვილიად გაუმჯობესდა ბოლო შეხვდერებში.მოთამაშეები უკეთეს კონდიციებში არიან და გაცილებით თავდაუზოგავად მუშაობენ უკან."
"კრიშტიანუ ნამდვილად არ მაოცებს, რამეთუ კარგად ვიცოდი მისი შესაძლებლობების შესახებ.მისი პროფესიონალიზმი და წარმატებისკენ სწრაფვა, უნიკალურია.ეს ყველაფერი, უწინარეს ყოვლისა, გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს.რონალდუ არა მხოლოდ გოლეადორი, არამედ შემადგენლობის ლიდერია.ის ბევრს არ საუბრობს, მაგრამ თავს არ ზოგავს ვარჯიშებზე და მისაბაძია ყველასათვის."
"რონალდუ ფიქრობს, რომ ცენტრ ფოვარდის ამპლუის მორგებაც ძალუძს, თუმცა ყველაზე კომფორტულად, მაინც ფრთაზე გრძნობს თავს."
"როდესაც ხამესი შევიძინეთ, ჩატარებულმა ფიზიკურმა ტესტმა აჩვენა, რომ ეს ბიჭი ენერგიით აღსავსეა.მას თავისუფლად შეუძლია ნახევარდაცვაში დადგომა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა როდრიგესის ბოლო პასი ან ნაყოფიერი ბურთაობა შეტევაში."
"კროოსი მრავალფეროვანი ფეხბურთელია.საერთოდ, ტაქტიკური ინტელექტის მქონე მოთამაშეებს, არ უჭირთ ამა თუ იმ პოზიციის მორგება.ტონი საყრდენის ამპლუაში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად."
"ბენზემა ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც მე ვავალებ.მისგან არასოდეს ვითხოვ გოლების გატანს, რამეთუ ამ ფორმაციის "ბლანკოსისთვის," შედეგიანობა, ყველაზე ბოლო პრობლემაა.კარიმი იდეალურია რონალდუსა და ბეილისათვის.როდესაც 3 ნახევარმცველითა და 2 "ვინგერით" ასპარეზობ, მნიშვნელოვანია ისეთი თავდამსხმელის ყოლა, რომელსაც ღრმად ამოსვლა და სხვების გევრდით თამაში შეუძლია.აღნიშნულ ასპექტში, კარიმი შეუდარებელია და ბადალი არ ჰყავს."
"ვიმედოვნებ, მიმდინარე სეზონში ბეილი ისეთივე იქნება, როგორც განვლილი სეზონის მიწურუს.მისი თამამშმა დიდი სარგებელი მოუტანა გუნდს.ახლა გაცილებით ადაპტირებულია და გაუმჯობესებას ველოდებით გარეთისგან."
"ყველა რთულია სათამა დროის მიცემა იმ ფეხბურთელებისათვის, რომლებიც მეტს იმსახურებენ.ძალიან მინდა, რომ ისკო, ილაირა და ნაჩო უფრო ხშირად გამოვიყვანა მწვანე მინდორზე.ისინი გაგებით ეკიდებიან შექმნილ სიტუაციას და ბედნიერად გრძნობენ თავს სამეფო კლუბში."
"მოუთმენლად ველოდებით ხესეს დაბრუნებას.ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მალე სრულად გამოჯანმრთელდება."
"წლეულს, "ბარსელონა" გაცილებით მოტივირებულია და კონკურენტუნარიანია."
"ჩემთვის, "ლა დესიმა" მოგებიდან დიდი დრო არ გასულა.ჩვენ ყოველთვს ვიხსენებთ მას, რაც მოტივაციის ამაღლებაში გვეხმარება და "უნდესიმასკენ" გვიბიძგებს."
"ჩემპიონთა ლიგა "მილანის" ფეხბურთელის რანგში მოვიგე ზედიზედ.იმედია, "რეალშიც" შევძლებ ამას."
"საკლუბო მუნდიალი ნიშანდობლივია "რეალისთვის."სათანადოთ მოვემზადებით და ვეცდებით, ტიტულით დავბრუნდეთ შინ."
RealMadrid.Com
- 16 ოქტომბერი 2014
- 3 571
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.