ანჩელოტი: „იკერს ფანტასტიკური მომავალი აქვს“

კარლო ანჩელოტი, როგორც „ლა დესიმას“ შემოქმედი, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ იმყოფებოდა, სადაც „რეალის“ ჩ/ლიგის თასებისადმი მიღძვნილი ფორუმი გაიმართა.

„სიმართლე გითხრათ, მოურინიოზე ფიქრის დრო ნამდვილად არ მქონია.ჩემი ამბიცია არასოდეს ყოფილა ჟოზეზე უკეთესი შედეგის დადება.ნებისმიერი ადამიანი საუკეთესოს გაკეთებსა ცდილობს სამსახურში.ზოგჯერ ყველაფერი რიგზეა, ზოგჯერ კი პირიქით.ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ, მხოლოდ ქომაგების ბედნიერი სახეების ყურება მინდოდა.“

„მიუნხენში გასამართი თამაში წინ, ფეხბურთელებს გასახდელში ვუთხარი, რომ თუ ლისაბონის საგზურს ვერ მოვიპოვებდით, მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა (იცინის).გულწრფელად გეუბნებით, არ მახსოვს როგორი საუბარი შედგა ჩემსა და შეგირდებს შორის.ასეთი მატჩებისათვის ძალიან მარტივია მზადება, რამეთუ თითოეული მოთამაშე მაქსიმალურად მოტივირებულია და არ საჭიროებს ზედმეტ გამამხსენევებელ სიტყვებს.“

„რამოსის გოლის შემდეგ ვიგრძენი, რომ დინამიური თვალსაზრისით, მყარ პოზიციაში ვიყავით.“

„იკერ კასილიასი ამ დიდებული კლუბის მომავალია.გარკვეული დებატები, რომელიც კიპერის ირგვლივ არსებობდა, დასრულებულია.მას ისეთივე მომავალი ექნება „რეალში,“ როგორცი ამანსიო, იეროსა და სანჩისს ჰქონდა.“

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)