შუკერი ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე თასზე საუბრობს
მადრიდის "რეალი" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, შუკერმა 1998 წელი გაიხსენა, როდესაც ბლანკოსმა მეშვიდედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.
"მაშინდელი შემადგენლობა წარმოუდგენლად ძლიერი იყო. ყველაფერი შესანიშნავად მახსოვს. თავდაუზოგავად ვშრომობდით და ვემზადებოდით ფინალის ჩასატარებლად. საბოლოოდ ოცნება ავიხდინეთ კიდეც."
"ესპანეთში ცხრა წელი გავატარე. აქ ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში გამომადგა. მადრიდში ჩემი ბავშვობის სურვილები ავიხდინე და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ესპანეთი არის ქვეყანა, სადაც სპორტის მოყვარული ხალხი ცხოვრობს."
"მეშვიდე თასი უმნიშვნელოვანესი იყო. შეიძლება ითქვას, რომ იმ წელს ნავსი გავტეხეთ და გულშემატკივარი გავახარეთ. მაშინდელი სტადიონის მეგობრები დღემდე ჩემს გვერდით არიან და ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს."
Bernabeudigital.com
- 15 ოქტომბერი 2014
- 2 018
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.