იკერი : "პუბლიკასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს"

იკერ კასილასი ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა და მადრიდის "რეალის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...

"ცუდი სტარტის მიუხედავად კარგ ფორმაში ვიმყოფებით და მთავარი სწორედ ეს არის, სამეფო კლუბი წინ მიდის და ამას ყველა ხედავს, სხვაგვარად ვერც კი წარმომიდგენია, რადგან კოლექტივში ყოველთვის უდიდესი მოტივაციაა. აღმავლობის გზაზე ვართ და წარმატებისთვის ვიბრძვით."

"სანაკრებო ბატალიების შემდეგ მოთამაშეები ეტაპობრივად დაუბრუნდებიან "ბლანკოსს". ჩვენ "ლევანტესთან" პაექრობისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ მოგვეცემა, თუმცა მაქსიმალურად მოკლე დროში ვეცდები სასურველი ტაქტიკის შემუშავებას და მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობით გასვლას."

"ახლა უკვე ყველა ფიქრობს "ელ კლასიკოზე", თუმცა მანამდე "ლივერპულის" წინააღმდეგ დამაჯერებელი ასპარეზობა გვმართებს, ინგლისელებთან კარგი თამაში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დიდ როლს ითამაშებს, აქედან გამომდინარე ძალების მობილიზება გვმართებს."

"ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგება უდიდესი სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამას ისტორიაც მოწმობს. წარმოიდგინეთ, ოქროს მედლის ორჯერ მოპოვება ვერცერთმა კოლექტივმა ვერ მოახერხა. ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა არანაკლებ სერიოზული სირთულეები გვაქვს გადასალახი. "რეალის" წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ძალებით თამაშობს. თუნდაც ავიღოთ "ლუდოგორეცი", ალბათ მათგან ამდენს არავინ ელოდა, თუმცა ბულგარელებმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვეს და ყველა გააოცეს."

"ბერნაბეუზე შეკრებილ პუბლიკას ყოველთვის ვუყვარდი, ფანები ყოველთვის დიდ მხარდაჭერას მიცხადებდნენ. ნამდვილად ცუდ ზეგავლენას ახდენს ჩემზე ის გარემოება, რომ მისტვენდნენ, მაგრამ მე მათ მიმართ პატივისცემის გარდა არაფრით ვარ განწყობილი, პრობლემას ნამდვილად არ ვქმნი. ჩვენ ყველანი ერთიანები უნდა ვიყოთ, რათა "სიბელესზე" კვლავ არაერთხელ ვიზეიმოთ მოგებული ტიტული."

"როდესაც მწვრთნელი შენზე დადებითად საუბრობს, ესეიგი საქმეს ჯეროვნად ასრულებ. გუნდის თავკაცის მხარდაჭერა ყოველთვის დიდ ფაქტორს ასრულებს ფეხბურთში."

"ისკო შესანიშნავი ფეხბურთელია. გუნდმა მოიგო "ლა დესიმა" და კოპა დელ რეი, ასევე დამაჯერებელი იყო ლა ლიგაში, ამაში კი უდიდესი წვლილი შეიტანა ალარკონმა, ის ძალიან თავდაჯერებული მოთამაშე გახლავთ, რომელსაც უდიდესი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. დარწმუნებული ვარ ახალგაზრდა ნახევარმცველი დანიელ კარვახალთან ერთად "რეალში" უამრავ ტიტულს მოიგებს."

"არ ვთვლი, რომ ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ცუდი მდგომაროება მაქვს. ჯერ-ჯერობით ბრძოლის უნარი ნამდვილად მაქვს და ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად ვემზადები, თუმცა ყველა წარმავალია და არც მე ვიქნები "ფურია როხას" მუდმივი კიპერი, არ გამოვრიცხავ ცვლილებები იყოს, თუმცა შრომას განვაგრძობ. სანაკრებო კარიერას მაშინ დავანებებ თავს, როდესაც ჩავთვლი, რომ მაღალ დონეზე თამაში აღარ შემეძლება."

"ვისენტე დელ ბოსკეს უდიდესი პატივს ვცემ, ამ ადამიანთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს. მე და ვისენტეს არაერთი ტიტული მოგვიგია ერთად. როგორც მე, ასევე დე ხეა გუნდის ნაწილს წარმოვადგენთ, აქედან გამომდინარე ნაკრებს ორივე ვჭირდებით, გადაწყვეტილებას კი თავკაცი მიიღებს."

"წინა წლებში ბევრი კარგი და ცუდი რამ მოხდა, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაში კვლავაც ვთქვით ჩვენი სიტყვა. ბევრი კრიტიკა დამატყდა თავს, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი ზეწოლისთვის ადეკვატური პასუხი გამეცა. სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მუშაობას განვაგრძობ."

  • Hala
  • 15 ოქტომბერი 2014
  • 2 285
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)