ლაუდრუპი: "მესი და რონალდუ საჭიროებენ ერთმანეთს"
"ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილი ვარსკვლავის მიქაელ პაუდრუპის თქმით, კრიშტიანუ და ლეო საჭიროებენ ერთმანეთს.
"როდესაც ერთი მათგანი შეასრულებს ჰეთ-თრიქს, მეორე, მყისვე ცდილობს ამის გამეორებას ან უფრო მეტი გოლის გატანას.ისინი საუკეთესოები არიან და არა მხოლოდ ჩვენს ერაში.მომავალი 30 წლის განმავლობაში, დიდი დებატები იქნება საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად.რონალდუ, მესი, პელე თუ მარადონა, გულშემატკივრები ამ ფეხბურთელებს შორის გააკეტებენ არჩევანს.
რომელიმეს გამოყოფა რთულია, ორივეს ვისურვებდი ჩემს გუნდში.
ხამეს როდრიგესი დიდებული ფეხბურთელია.მას დიდი ზეწოლის ქვეშ მოუწევს თამაში" - დასძინა ლეგენდარულმა დანიელმა.
Goal.Com
- 15 ოქტომბერი 2014
- 2 480
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.