„რეალმა“ ხედირას შემცვლელი მოიძია
გერმანელი ნახევარმცველის მომავალი სამეფო კლუბის რიგებში, ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება - წერს MARCA.
ესპანურ გამოცემაზე დაყრდნობით, მადრიდელები, „კრუზეიროში“ მოასპარეზე ლუკას სილვას განიხილავენ ხედირას შემცვლელად.21 წლის შუახაზელს, 70 ოფიციალურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული პირველი გუნდის შემადგენლობაში.ჟურნალისტის აზრით, ლუკასს მალე გამოიძახებენ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებშიც.
რაც შეეხება ხედირას, მის კონტრაქტს მომავალ ივნისში გასდის ყავლი და დიდი ალბათობით, პრემიერ ლიგის რომელიმე გრანდში გააგრძელებს ასპარეზობას.
- 15 ოქტომბერი 2014
- 3 478
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.