ალონსო: „მადრიდის დატოვება რთული იყო“
ესპანელმა ნახევარმცველმა ჩაბი ალონსომ, Erlebniswelt-თან ისაუბრა „რეალიდან“ „ბაიერნში“ გადასვლაზე.
„რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო სამეფო კლუბის დატოვება, მაგრამ ვიგრძენი, რომ შესაფერისი დრო მედგა, ახალი გამოწვევის მისაღებად.“
„ცხადია, „ბაიერნი“ და „რეალი“ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.გერმანიაში შედარებით ნელი ტემპით ვაგორებთ ბურთს და ეპიზოდის დაგვირგვინებისათვის საუკეთესო მომენტს ველოდებით, ხოლო მადრიდში, რონალდუსა და ბეილის დარი მოთამაშეების პირობებში, ძალიან სწრაფად ხდება მოედანზე ყველაფერი.“
„მიუნხენი საკმაოდ გახსნილი ქალაქია.მე და ჩემს ოჯახს მოგვწონს აქ ცხოვრება.გერმანულის შესწავლა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება.“
AS
- 14 ოქტომბერი 2014
- 2 402
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.