ხედირას აღდგენითი პროცესი შესანიშნავად მიმდინარეობს
მადრიდის "რეალის" ლაზარეთში სასიამოვნო ინფორმაციაა, კარლო ანჩელოტის სულ მალე შეეძლება სამი ხედირას გამოყენება, რადგან გერმანელი ფეხბურთელის დაბრუნება ვადაზე ადრე მოხდება...
სამის გერმანელი ექიმი აკვირდება, რომელიც ფეხბურთელის ნდობით აღჭურვილი პირია, რადგან სწორედ ამ ადამიანმა იმუშავა ხედირას ტრავმის მოშუშებაზე 2011 წელს, როდესაც გერმანელს საკმაოდ სერიოზული დაზიანება ჰქონდა, თუმცა დაბრუნება სრულფასოვანი გამოდგა.
27 წლის ნახევარმცველი სულ ცოტა ხანში მარცხენა ფეხზე გარკვეულ დატვირთვას მიიღებს, ამის შემდეგ კარლო ანჩელოტი სამედიცინო შტაბთან კონსულტაციას გაივლის და მოთამაშეს ბურთთან ერთად ვარჯიშს დააწყებინებს.
კარლოსთვის სამის დაბრუნება მეტად სასიხარულოა, რადგან მოთამაშისგან უდიდესი სარგებელის მიღება შეუძლია.
სავარაუდოდ, ერთ თვეში ხედირას მოედანზე გასვლის შანსი მიეცემა.
- 14 ოქტომბერი 2014
- 1 262
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.