„სიტი“ პეპეს შეძენას მომავლ წელს შეეცდება
სამეფო კლუბის მცველი კეპლერ პეპე, კვლავ მოექცა „სიტის“ ინტერესთა სფეროში.
„სიტის“ ჩილელი დამრიგებლის მანუელ პელეგრინის აზრით, პეპე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც დაცვით ხაზს უფრო ძლიერს და საიმედოს გახდის.
გასულ წელს, ინგლისური კლუბის მესვეურვებმა, კეპლერის სანაცვლოდ მადრიდულ გრანდს 32 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ესპანელებისგან მტკიცე უარი მიიღეს.
პორტუგალიელ მცველს 2016 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი სამეფო კლუბთან. მადრიდელების სურვილია, რომ ფეხბურთელი მომავალ ზაფხულს გაყიდონ, რამეთუ შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით მოუწევთ მისი გაშვება.
Daily Star
- 14 ოქტომბერი 2014
- 1 624
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.