„რეალმა“ ვარჯიში განაახლა, რამოსი „ლევანტესთან“ გამოირიცხა

კარლო ანჩელოტის დამოძღვრილებმა, პრიმერა დივიზიონის მერვე ტურისთვის დაიწყეს მზადება.

განვლილ სესიაზე, მადრიდელები კვლავ განახევრებული შემადგენლობით ირჯებოდნენ, რამეთუ სანაკრებო ბატალიები ჯერ არ დასრულებულა.მომდევნო დღეების განმავლობაში, ეროვნული გუნდების მოთამაშეები ეტაპობრივად დაბრუნდებიან ესპანეთის დედაქალაქში.

იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში, მარსელო, ნაჩო, არბელოა, ილიარამენდი და „ხუვენილ ა“-ს კიპერი მარკოს ლავინი იყვნენ.ისინი ძირითადათ ბურთით ასრულდებდნენ სავარჯიშოებს.

სერხიო რამოსი ფიზიოთერაპევტის დაკვირვების ქვეშ მუშაობდა.მადრიდელი მედიკოსები, ანდალუსიელი მცველის განსაკურნებლად ძალისხმევას არ იშურებენ.ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ „ოთხიანი“ ვალენსიაში ვერ გაჰყვება გუნდს და „ენფილდზეც“ მხოლოდ იმ შემთხვევაში იასპარეზებს, თუ 100 პროცენტით მაოსწრებს გამოჯანმრთელებას.

რაც შეეხება ფაბიუ კოენტრაუს, ეს უკანასკნელი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა მოედანზე.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)