ვარანი დაბრუნდა!

რაფაელ ვარანმა ძველი ფორმა აღიდგინა.

ბოლო თვენახევრის მანძილზე ვარანმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა, როგორც მადრიდის "რეალის", ასევე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. ჯამში მან ზედიზედ ათი შეხვედრა ჩაატარა, აქედან შვიდში იგი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

მისმა ფიზიკურმა კონდიციებმა აჩვენა, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ ყველაფერი კარგად არის. რაფაელი მზად არის ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძოლოს და როგორც ჩანს მას სასტარტოში ადგილის დასამკვიდრებლად რეალური შანსები აქვს.

კარლო ანჩელოტის გუნდში ცენტრალური მცველების წყვილი გასულ სეზონში იდეალურად გამოიყურებოდა (რამოსი-პეპე). რაც შეეხება ვარანს იგი დღემდე იტალიერი სპეციალისტის საუკეთესო სათადარიგო მცველია, საქმეც კი ზუსტად იმაშია, რომ იგი "სათადარიგოა".

გამომდინარე იქიდან, რომ სერხიო რამოსი ხელშეუხებელია, კარლიტომ არჩევანი პეპესა და ფრანგ მცველს შორის უნდა გააკეთოს. გამომდინარე იქიდან, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ძალიან გამოცდილია და ხშირ შემთხვევებში უშეცდომოა, ვარანი უშანსოდ რჩება.

თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი იმდენად ნიჭიერია, რომ მას შეუძლია ნებისმიერ მცველს კონკურენცია გაუწიოს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. ამას იგი ყოველ მატჩში ამტკიცებს. გასულ სეზონში მას იმდენად ხშირად არ ეძლეოდა მოედანზე გამოსვლის შანსი, როგორც ახლა. დიდია ალბათობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში სასტარტო თერთმეტეულში ადგილი სწორედ რაფაელ ვარანმა დაიკავოს, რადგან ბოლო შეხვედრები მან შთამბეჭდავად ჩაატარა.

Marca.com

  • Junior
  • 13 ოქტომბერი 2014
  • 2 083
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)