კროოსი დასვენებას ითხოვს
გერმანელი ნახევარმცველის ინტერვიუ Die Welt-მა გამოაქვეყნა.
"ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე მოკლე დროში, კარგად ვიგრძნობდი თავს სამეფო კლუბში.
ვიცი, რას ნიშნავს ასპარეზობა იმ კლუბში, სადაც ინდივიდუალური ტალანტია ძალიან დიდი რაოდენობით.აღსანიშნავია, რომ "ბაიერნიც" საკმაოდ მომთხოვნი გუნდია.ძალიან მომწონს მადრიდულ გრანდის მაისურის მორგება."რეალი" ოჯახივითაა, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან.ვცდილობთ, ჩვენი თამაში სრულყოფილი გავხადოთ, მაგრამ ყველაზე მთავარია გამარჯვება.
არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ბევრია რონალდუზე უკეთესი მოთამაშე.ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც "რეალში" გადასვლის შემდეგ გამომელაპარაკა.კრიშტიანუ კარგი ბიჭია.
ესპანელები პატივს სცემენ გერმანელების მიღწევებს.ისინი აღიარებენ, რომ ამ მომენტისათვის ბუნდეს ნაკრები საუკეთესოა დედამიწაზე.ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ და ვიცი, რომ მუნდიალის მოგება ბევრად დამეხმარება.
ვგონებ, კალენდარი ძალიან დახუნძლულია, განსაკუთრებით იმ მოთამაშებისათვის, რომლებიც ეროვნული ნაკრებში ირიცხებიან.ბოლო 2 თვის განმავლობაში ბევრმა მოთამაშემ მიიღო ტრავმა.ჩვენ ყოველ მესამე დღეს გვიწევს მოედანზე გასვლა და ეს დამღლელია.ძალიან მომწონს NBA-ს გრაფიკი."
MARCA
- 13 ოქტომბერი 2014
- 2 819
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.