რონალდუ: „მინდა, რომ „ოქროს ბურთი“ მესამედ მოვიგო“
პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში, კრიშტიანუ რონალდუს საინტერესო თემებზე მოუწია საუბარი.
„ჩემი სურვილია, რომ ყოველთვის მაღალ მწვერვალზე ვიდგე და ვფიქრობ, უკანასკნელი 6-7 წლის განმავლობაში ამას მივაღწიე.ბუნებრივია, ადვილია როდია, ამდენი წლის განმავლობაში უმაღლეს დონეზე ასპარეზობა.ბევრს არ ვისაუბრებ ჩემს მიღწევებზე, რამეთუ ციფრები ყველაფერზე მეტყველებს.მე არ ვწყვეტ იმას, თუ ვის გადაეცემა „ოქროს ბურთი.“კომპეტენტურ პირებს საკმარისი დრო აქვთ იმისათვის, რომ დაფიქრდნენ და თავიანთი არჩევანი დააფიქსირონ.ცხადია, მესამედაც მინდა პრესტიჟული ჯილდოს აღმართვა, თუმცა დიდ დროს არ ვუთმობ ამაზე ფიქრს.ჩემთვის მთავარია მუშაობის გაგრძელება და პროგრესირება.
თავდაუზოგავი შრომა და ბოლომდე ბრძოლა არის ჩემი წარმატების საიდუმლო, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.ვფიქრობ, ამ მომენტისათვის დიდებულ კონდიციებში ვიმყოფები.ყოველთვის მეკითხებიან, არის თუ არა ეს სეზონი საუკეთესო ჩემთვსი და მე ვპასუხობ - „ვნახოთ.“სეზონი ფანტასტიკურად დავიწყე და სტატისტიკაც წარმოუდგენელია, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებ და მეტის გაკეთება მინდა.ვიმედოვნებ, მიმდინარე წელი განვლილზე უკეთესო იქნება და არა ერთ ტიტულს მოვიპოვებ.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები საკმაოდ ძლიერია საკუთად კედლებში.ისინი საკმაოდ კონცენტრირებულნი აგორებდნენ ბურთს.სამწუხაროდ, სასურველი შედეგის დაფიქსირება ვერ მოვახერხეთ.
ტიაგოს, კარვალლიუსა და დანის დაბრუნება მეტად წაადგება ნაკრებს.
ამხანაგურ მატჩში მიღებული დაზიანება სერიოზული არ არის.უბრალოდ პრევენციისთვის დამადეს ყინულები ფეხზე.“
AS
- 12 ოქტომბერი 2014
- 3 967
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.