რონალდუ „ოქროს ბუცის“ მიღებაზე უარს აცხადებს?
მომავალ ოთხშაბათს, ევროპის სპორტული მედია ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ბარსელონაში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება.
მოგეხსენებათ, გავლილ სეზონში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, „ოქროს ბუცს,“ ერთის ნაცვლად, ორი მესაკუთრე ეყოლება, რამეთუ კრიშტიანუ რონალდუმ და ლუის სუარესმა თანაბარი რაოდენობის გოლები მოაგროვეს.
El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი სუპერ-ვარსკვლავი უარს აცხადებს, კატალონიაში, ურუგვაელ ფოვარდთან ერთად ჯილდოს მიღების თაობაზე.შესაბამისად, სუარესი 15 ოქტომბერს მიიღებს „ოქროს ბუცს,“ ხოლო კრიშტიანუსათვის ნოემბერში მოაწყობენ სპეციალურ ცერემონიას.
101greatgoals.com
- 10 ოქტომბერი 2014
- 6 818
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.