დი მარია: "რონიმ მითხრა, რომ "მანჩესტერში" ბედნიერი ვიქნებოდი"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ანხელ დი მარიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"მანჩესტერ "იუნაიტედში" მოტივაციას ჩემი მაისური მმატებს. შვიდ ნომერს წლების მანძილზე აქ ატარებდნენ დევიდ ბექჰემი და კრიშტიანო რონალდო. მათ შემდეგ ამ ციფრის დაუფლება ძალიან საპასუხისმგებლოა და მეც რა თქმა უნდა, გაგებით ვეკიდები საკითხს."
"როდესაც სატრანსფერო მოლაპარაკება მიმდინარეობდა, კონსულტაცია რონალდოსთან გავიარე. კრიშტიანომ მითხრა, რომ "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში თავს ბედნიერად ვიგრძნობდი და დამარწმუნა, რომ "იუნაიტედი" არის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ევროპაში. გავიდა დრო და მე ამ ყველაფერში დავრწმუნდი. ფანებისგან უდიდეს სიყვარულს ვგრძნობ და ეს ჩემთვის უმთავრესია."
Manutd.com
- 9 ოქტომბერი 2014
- 3 633
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.