კროოსი : "შედარებები არ მიყვარს"
ტონი კროოსმა მასსა და ჩაბი ალონსოს შორის არსებულ მსგავსებებზე კომენტარი გააკეთა...
"არ მიყვარს როდესაც ვინმეს მადარებენ, რადგან მე ტონი კროოსი ვარ."
"ჩაბი ალონსოს და მე გარკვეულწილად იდენტური პოზიცია გვაქვს, თუმცა გარკვეული სხვაობები არის. ესპანელი ძალიან გამოცდილია და დიდ წარმატებებს მიაღწია."
"მსურს ჩემი ისტორია შევქმნა და არავის შემადარონ."
"როგორც კი სამეფო კლუბში გადმოვედი, 3-4 დღეში ერთხელ მატჩის ჩატარება მიწევდა, ამიტომ ადაპტაცია უფრო იოლად გავიარე. პრე-სეზონის უქონლობას ზეგავლენა არ მოუხდენია."
"ენის ბარიერი ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა თანაგუნდელებთან და მთავარ მწვრთნელთან კონტაქტი არ მიჭირს, რადგან არსებობს ინგლისური."
"ყველაფერი სულ მალე მოგვარდება, მთავარი სათამაშო ფორმა შევინარჩუნო და პროგრესი განვაგრძო."
- 9 ოქტომბერი 2014
- 2 398
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.