რონალდუ: "მინდა მუდამ საუკეთესო ფორმაში ვიყო"
კრიშტიანო რონალდუმ ინტერვიუ მისცა ბრიტანულ გამომცემლობა World Soccer-ს , სადაც ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა
31 გოლი ლიგაში და ოქროს ბუცი 2013-14 წლებში...
ინდივიდუალური ჯილდოები ეს მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიური ძალისხმების შედეგია. ფანტასტიკური სეზონი გვქონდა. მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, თასი, ევროპის სუპერ თასი. ოქროს ბუცის ჯილდო კი იმის ნიშანია, რომ გუნდმა კარგად ითამაშა.
ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწიეთ. რისი მიღწევა გსურთ?
მინდა, რომ მუდამ საუკეთესო ვიყო. არ შევცვლილვარ და არ შევიცვლები მომდევნო წლების მანძილზე. მუდამ საუკეთესოობა მინდა.
ბედნიერი ხართ?
მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად არის. არაფერი არ მაკლია. ჯანმრთელად ვარ და ჩემი ოჯახიც თავს კარგად გრძნობს. უსამართლობა იქნება, რომ ვთქვა არ ვარ ბედნიერითქო. კარიერაშიც ყველაფერი კარგად არის. თავს კარგად ვგრძნობ.
ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი...
არ მინდოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამოტოვება, ისევე როგორც, არ მსურდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი გამომეტოვებინა. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად იყო. მოვიგეთ, გოლებიც გავიტანეთ და მეათე ტიტულსაც დავეუფლეთ. მსოფლიოზე კი ყველაფერი ასე კარგად არ აღმოჩნდა...
მაგრამ ფინალში კარიერა რისკის ქვეშ დააყენეთ..
დიახ, ცხოვრებაში არის მომენტები, როცა უნდა გარისკო. ძალიან რთულ და უმთავრეს ტურნირზე გვიწევდა ასპარეზობა და საკმაოდ რთული გზა გავიარეთ. ყველაფერი კარგად მიდიოდა და საბედნიეროდ კარგადაც დასრულდა.
მეთერთმეტეს მოგებაზე რამე ზეწოლას გრძნობთ?
ყველა, ვინც "მადრიდის რეალში" თამაშობს, აცნობიერებს, რომ თავად კლუბი იწვევს უკვე მასში ზეწოლას. არამარტო შიგნიდან არის ზეწოლა, არამედ გარედანაც. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბზე ვსაუბრობთ. მაქსიმალური ზეოწოლა, ჩემი აზრით, მაინც მეათის მოგებაზე გვქონდა. ჩვენი დონის კლუბს ყოველთვის სჯერა, რომ შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება ყოველწლიურად. ამ სეზონში შედარებით მშვიდად ვართ ფსიქოლოგიურად. უკვე ყველაფერი სხვანაირადაა.
ეს თქვენი საუკეთესო წელი იყო?
შეიძლება გუნდური და ინდივიდუალური თვალსაზრისით დიახ, მაგრამ მე მუდამ მინდა, რომ განვვითარდე და წინ წავიდე, ისე როგორც, ამას ბოლო ექვსი_შვიდი წლის მანძილზე ვაკეთებ.
რას იტყვით ანჩელოტიზე?
ბრწყინვალე მწვრთნელია. დიდებულ სამუშაოს ასრულებს. იდეალური ადამიანია , რომელიც ყველას მოგვწონს.
მესისთან კონკურენცია?
ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. ნორმალურია, როცა ადამიანები ერთმანეთს გვადარებენ. ასე ვიქცეოდი მე ადრეულ წლებში და ერთმანეთს ვადარებდი ფეხბურთელებს.
ცუდი ურთიერთობა გაქვთ?
არა. ჩვენ კოლეგები ვართ. ფეხბურთს იქით მესისთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა ფეხბურთელთან. ერთმანეთის კონკურენტები ვართ.
წყარო: AS
- 9 ოქტომბერი 2014
- 3 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.