ფეხბურთელები "ლიონთან" მატჩზე

ფეხბურთელების აზრი "ლიონთან" მატჩზე.

კრისტიანო რონალდო:

"ვფიქრობ, "ლიონი" ძლიერი მეტოქეა და აუცილებლად უნდა დავამარცხოთ ისინი. მათ საფრანგეთის პირველობა ზედიზედ შვიდჯერ მოიგეს, რაც მეტყველებს კიდეც მათ სიძლიერეზე. ეს არის კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. მე მათ შევხვდი "მანჩესტერში" ასპარეზობისას. ისინი ძლიერები არიან. ძლიერი გაიმარჯვებს ამ წყვილში".

"ბენზემასთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი მატჩი. მან "ლიონში" ბევრი წლები გაატარა და იცის მათი სისუსტეები. ყველაფერს გავაკეთებ, რათა დავამარცხოთ ფრანგები".

კაკა:

"ეს იქნება ბენზემასთვის მნიშვნელოვანი მატჩი. ის დაგვეხმარება ფრანგების დამარცხებაში. ყველაფერს გავაკეთებთ "ლიონის" დასამარცხებლად. ორივე მატჩში კარგად უნდა ვითამაშოთ, რათა შევძლოთ მომდევნო ეტაპზე გასვლა. რთული შეხვედრები იქნება. სიფრთხილე გვმართებს. ჩემპიონთა ლიგაზე ყველა გუნდი ძლიერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს".

ფეხბურთელები "ლიონთან" მატჩზე


სერხიო რამოსი:

"მოხარული ვარ, რადგან "ლიონი" იდეალური მეტოქეა. ჩვენ მათთან ანგარიში გვაქვს გასასწორებელი და ამას გავაკეთებთ კიდეც. შესანიშნავი დროა მათთან სათამაშოდ. ბოლო წლებში ამ გუნდთან წარუმატებლად ვასპარეზობდით. ვიმედოვნებ მომავალ ეტაპზე გავალთ".

გონსალო იგუაინი:

"კმაყოფილები ვართ, რადგან შესაძლო იყო უფრო ძლიერ მეტოქეს შევხვედროდით. "ლიონი" რთული მეტოქეა, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. წელს უკვე ვითამაშეთ "მარსელის" წინააღმდეგ და ვიცით ფრანგული კლუბების ძალა. იმედი მაქვს განმეორებით შეხვედრაში მომდევნო ეტაპის საგზური მოპოვებული გვექნება. დაპირისპირებები "ინტერსა"–"ჩელსი" და "მილანი"–"მანჩესტერი" ძალიან საინტერესო იქნება. გვსურს 1/4 ფინალში თამაში".

ფეხბურთელები "ლიონთან" მატჩზე


ესტებან გრანერო:

"ვიცოდით, რომ ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდი იქნებოდა. საინტერესო დაპირისპირება იქნება. ორი რთული მატჩი გველის, რადგან ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ თამაშობენ. ყველა მატჩში უნდა გაიმარჯვო, რათა მოიგო ეს ტურნირი. კარგია, რომ საფრანგეთი არც ისე შორსაა. ყველა გუნდს თავისი სათამაშო სტილი აქვს. "ლიონი" ძალიან ძლიერი გუნდია და გაგვიმართავს დიდ ბრძოლას. გვსურს მოვიგოთ ისე, როგორც "მარსელთან". 1/4 ფინალში გვსურს თამაში".

ფეხბურთელები "ლიონთან" მატჩზე


მარსელო:

"ჩვენ თვალს ვადევნებდით კენჭისყრას. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რთულ მეტოქეებს ავცდით. ახლა მუხლჩაუხრელად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავიდეთ მომდევნო ეტაპზე".

ხაბი ალონსო:

"ტურნირზე ძლიერი მეტოქეები დარჩნენ. დარწმუნებულები ვართ, რომ შეგვიძლია "ლიონის" დამარცხება. მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო მატჩს "ბერნაბეუზე" გავმართავთ".

ფეხბურთელები "ლიონთან" მატჩზე


ეზეკილ გარაი:

"სწრაფად გვსურდა გაგვეგო მეტოქის ვინაობა, მაგრამ ვიცოდით, რომ ყველა მეტოქე ძლიერი იყო. საპასუხო მატჩს შინ გავმართავთ და ეს უფრო თავდაჯერებულს გვხდის. "ლიონში" ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები თამაშობენ. რთული მეტოქე შეგვხვდა, მაგრამ 1/4 ფინალში უნდა გავიდეთ. იმედი გვაქვს მოვიგებთ".

როისტონ დრენტე:

"ერთი შეხედვით ჩვენ შეგვხვდა არც თუ ისე ძლიერი მეტოქე, თუმცა პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ "ლიონს". დარწმუნებული ვარ, ბენზემა მოისურვებს გაიბრწყინოს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ. ის კონცენტრირებული იქნება "ლიონის" წინააღმდეგ სათამაშოდ. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი ხდება. ასე, რომ ყურადღებით უნდა ვიყოთ".


ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com

  • faqo
  • 18 დეკემბერი 2009
  • 3 390
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)