ისკო : "ვინც სათამაშო დროით უკმაყოფილოა, შეუძლია წავიდეს"

ისკო ალარკონი ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, მან ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა...

"ჩემი ოცნება თავისთავად მთავარ გუნდში თამაში გახლავთ, თუმცა ბავშვობაში ვერ წარმოვიდგენდი, თუ 21 წლამდელთა ნაკრების მაისურს მოვირგებდი და ჩემი ქვეყნის ღირსებას დავიცავდი, ეს ჩემთვის დიდი პატივია."

"მადრიდში მოღვაწეობა არც ისე იოლია, რადგან კლუბში უდიდესი კონკურენცია სუფევს. მთავარი ამ შემთხვევაში რაც შეიძლება დიდი მონდომება და ბრძოლა გახლავთ. "ბლანკოსში" არავის აკავებენ, თუკი ვინმეს ბოძებული სათამაშო დრო არ აკმაყოფილებს შეუძლია იმ გუნდში წავიდეს, სადაც მეტჯერ მიეცემა თავის გამოჩენის საშუალება."

"თუ ვინმე ახალგაზრდული ნაკრების ლიდერად მომიაზრებს, ეს ჩემთვის დიდი პატივია, რადგან შრომა დამიფასდა."

"მომდევნო მეტოქესთან სერიოზული ბრძოლა გველის, სერბები არაფრის დათმობას არ აპირებენ, ამიტომ მაღალი კლასი უნდა ვაჩვენოთ."

"მუნირი ლუის ენრიკემ აღმოაჩინა და კარგად ვხედავთ, რომ ის "ბარსელონაში" ფეხს იკიდებს."

  • Hala
  • 8 ოქტომბერი 2014
  • 5 038
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)