მორატა : "რეალში დაბრუნება? ამას დრო გვიჩვენებს"
ალვარო მორატას განცხადებით, ის ტურინის "იუვენტუსში" თავს ბრწყინვალედ გრძნობს და ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ გეგმავს...
"მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა მივიღე და გარკვეული დროის გამოტოვება მომიხდა, იტალიის სერია "ა"-ს კარგად შევეჩვიე და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ვცდილობ. ნამდვილად არ მეგონა "ბებერი ქალბატონი" თუ ასეთ სიტუაციას დამახვედრებდა."
"ლა ლიგასა და იტალიის ჩემპიონატს შორის თვალნათლივი განსხვავებებია, თუმცა ორივეგან უშეღავათო ბრძოლებს ვხედავთ."
"სამეფო კლუბში დაბრუნება? ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს , ახლა მხოლოდ ამჟამინდელ კლუბზე ვარ ორიენტირებული და არსად წასვლას არ ვგეგმავ."
"კარლო ანჩელოტიმ ჩიჩარიტო ერნანდესი დაიმატა, რომელმაც "დეპორტივოს" წინააღმდეგ ორი ერთმანეთზე ლამაზი გოლი გაიტანა, მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი ამ მომენტების შემხედვარე."
"ესპანეთის დედაქალაქში სერხიო რამოსი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, რომელიც მუდმივად მხარს მიჭერდა და საკუთარ შესაძლებლობებში მარწმუნებდა. რამოსი ჩემი მეგობარია. ასევე არ მინდა დავივიწყო იკერ კასილასი, ალვარო არბელოა, ჩაბი ალონსო და სხვები, რომლებიც ხშირად მამხნევებდნენ და ბევრ რჩევა-დარიგებას მაძლევდნენ."
- 8 ოქტომბერი 2014
- 1 982
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.