მიგელ ანხელ რევილია : "კრიშტიანო ქედმაღალია, მაგრამ ოქროს ბურთს იმსახურებს"
მიგელ ანხელ რევილიას განცხადებით, მადრიდის "რეალს" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს კრიშტიანო რონალდუს სახით, თუმცა მას ბევრი უარყოფითი თვისება აქვს...
"რონი ძალიან ამპარტავანი და ქედმაღალი ადამიანია, მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ასე შემდეგ. ფეხბურთელი პირველ რიგში თავმდაბალი უნდა იყო, რადგან ამით ძალიან ბევრი პლიუსი გეწერება."
"ყველაფრის მიუხედავად ვფიქრობ, რომ მოედანზე პორტუგალიელს კონკურენტი არ ჰყავს. მესი უმაღლეს დონეზე თამაშობს, თუმცა შვიდიანი ამ შემთხვევაში ნამდვილად იმსახურებს საუკეთესოობას."
"კრიშტიანომ დიდი წვლილი შეიტანა ჩემპიონთა თასის აღმართვაში, ახლანდელი სეზონი კი ბრწყინვალედ დაიწყო, მას ოქროს ბურთი უნდა გადაეცეს."
"ორიოდე სიტყვით იკერ კასილასსაც მინდა შევეხო და განვაცხადო, რომ ის დიდი პროფესიონალი გახლავთ. ურთულესი პერიოდის გადალახვის შემდეგ ის კვლავაც სასტარტო შემადგენლობაში გვევლინება და დამაჯერებლად თამაშობს. მან ბევრი რამ გაიაზრა და გულშემატკივრებს მეტი პატივისცემა მოთხოვა, ალბათ ამაში მას ვერავინ შეედავება."
- 8 ოქტომბერი 2014
- 3 663
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.