"ჟერლანზე" ვიზიტი მადრიდელებს ცუდად ახსოვთ

მადრიდის "რეალს" "ჟერლანზე" ვიზიტი ცუდ მოგონებებს აღუძრავს. "ბლანკოსმა" ორჯერ ითამაშა ამ სტადიონზე და ორივეჯერ მარცხი განიცადა.

2005–2006 წლების სეზონში "ლიონმა" ჩემპიონთა ლიგის ტურში შინ მიიღო "რეალი" და უკვე 31–ე წუთისთვის 3:0–ს იგებდა. მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა. გოლები კარეუმ, ჟუნინიომ და ვილტორმა გაიტანეს. "სანტიაგო ბერნაბეუზე" გუტიმ მასპინძლები დააწინაურა, თუმცა კარეუმ ანგარიში გაათანაბრა და ჟერარ ულიეს შეგირდებმა მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს.

ერთი წლის შემდეგ ყველაფერი განმეორდა. მაშინ "სამეფო კლუბს" იტალიელი "მაესტრო" ფაბიო კაპელო წვრთნიდა. როგორც მაშინ, ახლაც 31–ე წუთზე "ლიონი" იგებდა, ოღონდ 2:0–ს. გოლები ფრედმა და ტიაგომ გაიტანეს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ისევ ფრანგები იგებდნენ 0:2–ს, მაგრამ მაჰამადუ დიარამ და რუუდ ვან ნისტელროიმ გუნდს ერთი ქულა მოუტანეს.

ქარიმ ბენზემა წლევანდელი სეზონის ერთ–ერთი ვარსკვლავია მადრიდულ კლუბში. ბენზემა მისი ყოფილი კლუბის წინაშე ითამაშებს. დამაინტრიგებელი იქნება მისი დაბრუნება "ჟერლანზე". "ლიონთან" მატჩში კასილასი და სერხიო რამოსი მუდამ შეუცვლელად ასპარეზობდნენ.


ინფორმაციის წყარო: Marca.com

  • faqo
  • 18 დეკემბერი 2009
  • 2 784
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)