პელეგრინი როისის მოხიბვლას მაღალი ხელფასით აპირებს
ინგლისური საინფორმაციო წყაროები არაერთ ინფორმაციას ავრცელებენ იმის შესახებ, რომ მანჩესტერ "სიტის" თავკაცს, მანუელ პელეგრინის ძალიან სურს მარკო როისის პრემიერლიგაში გადაყვანა და ამისათვის ყველაფრის გაკეთებას აპირებს...
დორტმუნდელი ახალგაზრდის გადაბირებით ლივერპული და მადრიდის "რეალიც" ინტერესდებიან, აქედან გამომდინარე ჩილელ სპეციალისტს ფეხბურთელის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლის გაჩაღება მოუწევს.
DailyStar-ის ინფორმაციით პელეგრინიმ ხელმძღვანელობას როისზე ინტენსიური მუშაობა სთხოვა, მათი საიდუმლო კი იმაში მდგომარეობს, რომ გერმანელ მოთამაშეს საკმაოდ სოლიდურ ხელფასს შესთავაზებენ.
დაახლოებით 3 კვირის წინ გავრცელდა ინფორმაციები იმის შესახებ, რომ მარკომ უკვე მიაღწია შეთანხმებას კარლო ანჩელოტის გუნდთან და ის მომდევნო წლის ზაფხულში "ბლანკოსს" მიაშურებს, თუმცა ოფიციალურად არაფერი დადასტურებულა.
- 7 ოქტომბერი 2014
- 2 951
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.