კასილასი: „მოურინიოს შეგნებულად არ ვუპასუხე“
სამეფო კლუბის კაპიტანმა იკერ კასილასმა Canal +სთან საიტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
„ტყუილია ის ფაქტი, თითქოს დაძაბული კლასიკოების შემდეგ ჩავისა და პუილს ვურეკავდი და ვუბოდიშებდი. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი გუნდების დაპირისპირება მაღალი ტემპტერატურის ფონზე მიმდინარეობდა, ჩემსა და „ბარსას“ კაპიტნებს შორის ნამდვილად მყარდებოდა კომუნკიკაცია, თუმცა ჩვენ მატჩის არასახარბიელო დეტალებს განვიხილავდით და ფეხბურთელების არასწორ ქმედებეbს ვაკრიტიკებდით.“
„ვფიქრობ, მოურინიოსთვის პასუხი უნდა გამეცა, მაგრამ ისევდაისევ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე სიმშვიდე შევინარჩუნე, რის გამოც ბევრმა განმკიცხა. ჩვენ გვქონდა პრეოფესიონალური ურთიერთობა.“
„ჟოზეს მუშაობას სამეფო კლუბში დადებითად შევაფასებდი. ჩვენ დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით „ბარსელონას““.
„გარკვეულ შეხედულებებთან დაკავშირებით, ჩემსა და არბელოას შორის უთანხმოება სუფევდა, მაგრამ დღესდღეობით მეგობრული და თავიაზინი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. მართალია, მოედნის გარეთ ისეთი გულთბილნი არ ვართ, როგორც ადრე.
„ვფიქრობ უსმართლოა, როდესაც საზოგადოების ნაწილმა თხუნელად შემრაცხა. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი და პრეზიდენტი არ იზიარებენ ამ ზედმეტ სახელს. ყველამ იცის, რომ კარგი ურთიერთობა მაქვს ჟურნალისტების უმრავლესობასთან, რამეთუ მათ 16 წლიდან ვიცნობ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კულუარულ ამბებს ვუყვები.“
„რა თქმა უნდა, ქომაგების სტვენა ძალიან სამწუხაროა ჩემთვის. „რეალში“ ცხრა წლიდან ვთამაშობ და არაერთი წარმატებისთვის მიმიღწევია. ბუნებრივია, ადამიანები გამოხტავაში თავისფლები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი გულს მტკენს.“
„როდესაც მე და სერხიო პრეზიდენტს შევხვდით, შემადგენლობის ამბები განვიხილეთ. ცხადია, მოურინიო არ ყოფილა ჩვენი სასაუბრო თემა. ვფიქრობ, ჟოზე ერთ-ერთი საუკეთოსო მწვრთნელი ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. ის მამაცია და აქვს განსხვავებული ხასიათი.“
„დიახ, მე ვფიქრობდი ესპანეთის დატოვებას, თუმცა ფეხბურთელს გინდა მადრიდში დარჩენა და გამარჯვება. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საკმაოდ გავძლიერდი. რა თქმა უნდა, აქ მსურს კარიერის დასრულება.“
„ევრო 2016-ს ვოცნებობ, რამეთუ განვლილ მსოფლიოზე კარგად არ მითამაშია. ბრაზილიის მუნდიალზე ჩემი თამაში არ მომეწონა.“
„მადრიდი ჩემი სახლია. უბრალოდ ვერ წარმოდიგენთ, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება „რეალის“ გარეშე.“
AS
- 7 ოქტომბერი 2014
- 5 230
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.