კარლოსი: "20 წლის შემდეგ "რეალს" გავწვრთნი"
რობერტო კარლოსმა თურქულ პრესასთან ისაუბრა.
"ვფიქრობდი, რომ ჩემი სამეფო კლუბიდან წასვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ახლა ვრწმუნდები, რომ მადრიდის "რეალში" ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ეს 10 წლის წინ იყო. როდესაც გუნდი იგებ, ყველა გახარებულია, ხოლო ერთი მარცხის შემთხვევაში გუნდის მიმართ უდიდესი კრიტიკა მოდის."
"ანხელ დი მარიას წასვლის შესახებ რომ შევიტყვე, გავოცდი, რადგან იგი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბლანკოსის რიგებში ჩაირიცხა ხამეს როდრიგესი, რომელიც უმაღლესი დონის მოთამაშეა."
"ამჟამად მე ვწვრთნი გუნდს, რომელიც დაკომპლექტებულია საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით. ვცდილობ რაც შეიძლება მეგობრული ურთიერთობა მქონდეს მათთან, მაგრამ ჩემი ბიჭებისგან მაქსიმალურს ვითხოვ. ახლა 41 წლის ვარ და დარწმუნებული ვარ 20 წლის შემდეგ მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ვიქნები."
Bernabeudigital.com
- 6 ოქტომბერი 2014
- 3 693
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.