კოენტრაო პორტუგალიიდან მადრიდში დაბრუნდა
ფაბიო კოენტრაო პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.
როგორც მოგეხსენებათ, მოახლოვდა სანაკრებო ბატალიები, რომელიც გულისხმობს ევრო 2016-ის შესარჩევ შეხვედრებს. ფაბიო კოენტრაო ნაკრების დასახმარებლად გუშინ გაფრინდა, თუმცა ტკივილების გამო იგი იძულებული გახდა მადრიდში დაბრუნებულიყო.
ფაბიომ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, სამშობლოში დაბრუნებულმა კი კვლავ იგრძნო მარცხენა მუხლზე დისკომფორტი და ექიმებს დაუკავშირდა. მედიკოსების გადაწყვეტილებით კოეს კვლავ რამდენიმე კვირით მოუწევს უქმობა. იგი ვერც პორტუგალიის ნაკრებს დაეხმარება და სამეფო კლუბშიც ვერ მოახერხებს უახლოესი ორი მატჩის ჩატარებას.
Bernabeudigital.com
- 6 ოქტომბერი 2014
- 2 233
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.