სნეიდერი:"არასოდეს დავბრუნდები "რეალში"
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჰოლანდიელმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ შეეცვალა აზრი იტალიის ჩემპიონატზე.
"ცოტა ხნის წინ იტალიის ჩემპიონატი არასანახაობრივი მეგონა. ვფიქრობდი, ეს იყო საშუალო დონის ჩემპიონატი, სადაც ნახევრად ცარიელ სტადიონებზე თამაშობდნენ".
"ახლა სრულიად შემეცვალა წარმოდგენა სერია ა–ზე. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ".
"არასოდეს დავბრუნდები მადრიდში. ისინი მაფიოზები არიან".
"შემიძლია სრულიად შევასრულო ის სამუშაო, რასაც ხაბი ალონსო "რეალში" აკეთებს. ეს ჩემი აზრია" – განაცხადა სნეიდერმა.
ინფორმაციის წყარო: Goal.com
- 18 დეკემბერი 2009
- 3 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.