იკერი : "5 გოლი გავიტანეთ, კარი კი მშრალად შევინახეთ"
სამეფო კლუბის კაპიტანმა, იკერ კასილასმა ბასკების დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაწერა...
"ნაყოფიერად ვითამაშეთ. გულშემატკივართა დაკვეთა ზუსტად შესრულდა. მათ სურდათ რაც შეიძლება მეტი გოლი და საკუთარი კარის მშრალად შენახვა. დაცვისა და წინა ხაზის სოლიდურმა ასპარეზობამ შესანიშნავი შედეგი მოგვცა. ძალიან აგრესიული მატჩი იყო. მთავარია წინსვლა არ შევწყვიტოთ და თამაშის ხარისხი კიდევ უფრო დავხვეწოთ."
"უკანა ხაზმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მცველები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ, რაც შემტევებს მეტ გამბედაობას აძლევდა. გულშემატკივრებმა ნამდვილი შოუ იხილეს."
"ფანებს ყოველთვის მოგება სურთ, როდესაც გამარჯვებას ვაღწევთ მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს და მხურვალედ გვქომაგობენ. მადრიდის "რეალში" ყველაზე დიდი მოთხოვნებია, აქ ყველა პაექრობაში წარმატებას უნდა მიაღწიო."
"ვამაყობ იმით, რომ მადრიდში ამდენი წლის მანძილზე ვმოღვაწეობ. ასეთ ციფრებს სიზმარშიც კი ვერ ვნახავდი, მართლაც წარმოუდგენელი წლები გავატარე დედაქალაქში, "ბლანკოსი" ჩემთვის ყველაფერია და მიხარია, რომ გუნდის ნაწილი ვარ."
"არ გამოვრიცხავ ზოგიერთი გულშემატკივარი ჩემი სახის ყურებით დაიღალოს, რადგან უკვე დიდი ხანია "მერენგების" მაისური მაცვია."
"კრიშტიანო რონალდუ მადრიდის "რეალისთვის" უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახლავთ. პორტუგალიელ გოლეადორს წარმოუდგენელი ციფრები აქვს. ალბათ ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ოქროს ბურთის მფლობელი სწორედ შვიდიანი იქნება."
- 6 ოქტომბერი 2014
- 2 537
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.