იტურასპე : "ოქტომბრის თვეს იმედის თვალით ვუყურებთ"
ანდერ იტურასპეს განცხადებით, მადრიდის "რეალთან" პაექრობა ბილბაოს "ატლეტიკს" ძალიან გაუჭირდება, თუმცა გუნდი საბრძოლველად მზად არის და არაფრის დათმობას არ აპირებს...
"ცუდი სტარტი გვქონდა, ალბათ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ 6 ტურის შემდეგ გასავარდნ ზონაში ვიქნებოდით, თუმცა ეს ფეხბურთია და ყველაფერი ხდება."
"4 ქულა ნამდვილად არ გვაკმაყოფილებს, ამიტომ ოქტომბრის თვეს ოპტიმისტურად ვუყურებთ, სადაც არაერთი პაექრობის გამართვა მოგვიწევს. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება იმისათვის, რომ რეაბილიტირება მოვახდინოთ."
"სანტიაგო ბერნაბეუზე თამაში ურთულესი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც კარლო ანჩელოტის გუნდმაც დაკარგა რამდენიმე მატჩში ქულები და სიტუაციის გამოსწორებას ცდილობს."
"განსაკუთრებით ყურადღებით თამაში დაცვაში გვმართებს, რადგან შეტევითი პოტენციალი მეტოქეს უსაზღვრო აქვს."
"სამეფო კლუბი ჩემთვის უცხო ნამდვილად აღარ არის, "მერენგების" წინააღმდეგ არაერთი პაექრობა გამიმართავს და ვიცი რა სირთულეების გადალახვა მოგვიწევს."
"მოედანზე გარკვეული დანაკლისით გავალთ, თუმცა ყველაზე მთავარი ერთიანობა იქნება."
- 5 ოქტომბერი 2014
- 1 413
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.